საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბრიუსელში ესტონელ კოლეგას შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, ესტონეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ კაია კალასს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის არსებულ განსაკუთრებულ მეგობრულ ურთიერთობებს და ესტონეთის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი, ისევე, როგორც ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მიმართ.

"აღინიშნა მჭიდრო პარტნიორობა და ესტონეთის მნიშვნელოვანი მხარდაჭერა განვითარების თანამშრომლობის ფარგლებში, რაც ხელს უწყობს ქართული ინსტიტუციების ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებას. ამ კონტექსტში აღინიშნა ახლახან მიღებული საქართველო-ესტონეთის განვითარების თანამშრომლობის 2021-2024 წლების სტრატეგია, რომლის პრიორიტეტულ მიმართულებებად განისაზღვრა დემოკრატიული სახელმწიფო სტრუქტურების და სისტემების გაძლიერება, განათლების ხარისხის გაუმჯობესება, მეწარმეობის მხარდაჭერა, განვითარების პროექტებში კლიმატსა და გარემოზე ფოკუსირება. მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის არსებულ წარმატებულ პოლიტიკურ დიალოგზე და პოსტპანდემიურ პერიოდში ორმხრივი კავშირების კიდევ უფრო გააქტიურების მნიშვნელობაზე.

აღინიშნა წარმატებული პარტნიორობა ინოვაციების, ციფრული ტექნოლოგიებისა და განათლების სფეროში, ასევე თავდაცვის მიმართულებით. ხაზი გაესვა ეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მნიშვნელობას და ამ კუთხით არსებული პოტენციალის სრულად ათვისების აუცილებლობას. შეხვედრისას, ყურადღება დაეთმო აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტს და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ქართული მხარის მოლოდინია სამიტის პოლიტიკურ დეკლარაციაში ისეთი მნიშვნელოვანი საკითხის აღნიშვნა, როგორიცაა ევროკავშირის ერთიან ბაზარზე თანდათანობით ინტეგრაცია, ასევე ევროკავშირთან სატრანსპორტო, ენერგეტიკული და ციფრული დაკავშირებადობის გაძლიერება, მათ შორის, შავი ზღვის პოტენციალის მაქსიმალურად ათვისების გზით. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ესტონელ კოლეგას მადლობა გადაუხადა ნატოში ინტეგრაციის გზაზე ესტონეთის მიერ გაწეული მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ საქართველო რჩება ალიანსის საიმედო პარტნიორად და განაგრძობს სვლას ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.

შეხვედრისას, საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ რთულ ვითარებას, ასევე, საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკას. კაია კალასმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ესტონეთის მტკიცე მხარდაჭერა ქართველ კოლეგას კიდევ ერთხელ დაუდასტურა", - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს