ლაშა ხუციშვილის განცხადებით, ქვეყანას დამატებით 4-5 წელი დასჭირდება საგარეო ვალი 40%-იან ნიშნულზე რომ  ჩამოვიდეს

ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, ქვეყანას დამატებით 4-5 წელი დასჭირდება იმისთვის, რომ მისი საგარეო ვალი 40%-იან ნიშნულზე ჩამოვიდეს.

ამის შესახებ მან პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე ისაუბრა, სადაც მომავალი წლის ბიუჯეტის საბოლოო ვერსიას განიხილავენ.

მინისტრის განმარტებით, იგეგმება, რომ საგარეო ვალი 50%-იან ნიშნულს 2024 წლისთვის ჩამოსცდეს.

„მომდევნო წელს საგარეო ვალი 60%-დან, დაახლოებით, 51%-იან ნიშნულზე ჩამოვა, რაც არის მნიშვნელოვანი შემცირება. თუმცა, ჩვენ მომდევნო წლებშიც ძალიან მნიშვნელოვანი რესურსები გვჭირდება, მათ შორის დეფიციტური. ეს იქნება მცირე, თუმცა, ასევე მნიშვნელოვანი. გეგმა გვაქვს, რომ 2024 წლისთვის 50%-იან ნიშნულზე დაბლა უნდა ჩამოვიდეს საგარეო ვალი. ე.წ. უსაფრთხო ზონა, დაახლოებით, 40 ქვეყნისთვის არის 40%-იანი ნიშნული, რასაც, ალბათ, მომდევნო კიდევ დამატებით 4-5 წელი დასჭირდება, იმისთვის, რომ ქვეყანა ამ ნიშნულს დაუბრუნდეს,“-განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო