სერგო ჩიხლაძე - პრეზიდენტს თუ ყველა კარი დავუკეტეთ და ვთქვით: „არ მოვდივართ და არ გელაპარაკებით“, ისევ შებრუნდება, უცხოურ მედიას და დასავლელ პარტნიორებთან იტყვის, რომ „მე კი ვეცადე, მაგრამ ესენი არ მოდიან სალაპარაკოდ“

ორ მიმართულებაზე შევჯერდით: პირველი ის, რომ პოლიტიკურმა დევნამ, „ქართული ოცნების“ მხრიდან ასეთმა ზეწოლამ, ჩვენ პირიქით, უფრო გაგვაერთიანა. ერთობლივი ძალებით ერთობლივი, გეგმები დაგვასახინა, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებელის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგო ჩიხლაძემ ოპოზიციის ლიდერების შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ძირითადად ორი მიმართულებით იყო მსჯელობა და პოზიციების შეჯერება, - ერთ-ერთი იყო ფუნქციების გადანაწილება, დასავლელ პარტნიორებთან კომუნიკაციის კუთხით.

როგორც ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა აღნიშნა, ხვალ არის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრა, სადაც თითქმის ყველა ოპოზიციური პარტია იქნება წარმოდგენილი.

„ორ მიმართულებაზე შევჯერდით: პირველი ის, რომ პოლიტიკურმა დევნამ, „ქართული ოცნების“ მხრიდან ასეთმა ზეწოლამ, ჩვენ პირიქით, უფრო გაგვაერთიანა. ერთობლივი ძალებით, ერთობლივი გეგმები დაგვასახინა. ორი მიმართულებით იყო მსჯელობა; ერთი, ჩვენი დასავლელი პარტნიორების კუთხით, ვინ რას ვაკეთებთ, ამ მხრივ გადანაწილდა ფუნქციები. იქნება ერთობლივი ძალისხმევა და ასევე ცალცალკე, - მოგეხსენებათ, ყველა პარტიის ლიდერს თავისი კონტაქტები აქვთ უცხოელ დიპლომატებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, აქაურ დიპლომატებთან. ასევე, ჩვენ შევიმუშავეთ შიდა საკომუნიკაციო მექანიზმი, რას ვაკეთებთ, როგორ ვაკეთებთ, რა სიტუაციაში როგორ ვრეაგირებთ, - ეს იყო ძირითადად შეჯერება კომუნიკაციის მხრივ და მზადყოფნა.

მივესალმებით ყველას ჩართულობას, ვინც კი იზიარებს ამ იდეას, ოღონდ ამას სჭირდება კონკრეტული ნაბიჯები. იცით, რომ ხვალ არის პრეზიდენტთან შეხვედრა. ოპოზიციური პარტიის ლიდერები, პარლამენტის დეპუტატები, როგორც შევჯერდით, უმეტესობა იქნება წარმოდგენილი, რომ გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა და არ დავკეტოთ თავიდანვე. თუკი რაღაც, ოდნავ პატარა ბერკეტი გამოსაყენებელია, უნდა გამოვიყენოთ. ქალბატონ პრეზიდენტს თუ ყველა კარი დავუკეტეთ და ვთქვით, რომ „საერთოდ არსად არ მოვდივართ და არ გელაპარაკებით“, ისევ შებრუნდება, უცხოურ მედიას და დასავლელ პარტნიორებთან იტყვის, რომ „მე კი ვეცადე, მაგრამ ესენი არავინ არ მოდიან სალაპარაკოდ“. ხვალ დელეგირებული პირები იქნებიან, რომ დაიწყოს ეს პროცესი და უფრო მეტი დეტალი გახდეს ცნობილი“, - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

რაც შეეხება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაანონსებულ აქციას, რომელიც 21 დეკემბერს თბილისში გაიმართება, ჩიხლაძემ აღნიშნა, რომ თავად პარტია არ მივა, თუმცა, სავარაუდოდ, იქნებიან „სტრატეგია აღმაშენებელის“ ცალკეული პოლიტიკოსები.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს