გიორგი ვაშაძე -„ქართული ოცნება" 2- პროცენტიანი ბარიერის წინააღმდეგი არ არის, გვეუბნებიან, რომ ეს ცვლილება ამოქმედდეს 2024 წლიდან და გავრცელდეს 2028 წელზეც

„ქართული ოცნება" 2- პროცენტიანი ბარიერის წინააღმდეგი არ არის, გვეუბნებიან, რომ ეს ცვლილება ამოქმედდეს 2024 წლიდან და გავრცელდეს 2028 წელზეც, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, თებერვალში იქნება ცვლილებებთან დაკავშირებით ძირეული მსჯელობა და ამ პერიოდისთვის ყველა თავის პოზიციას ჩამოაყალიბებს.

„გვინდოდა გაგვეგო, რა უნდა „ქართულ ოცნებას". ჯერ ბოლომდე ვერ დავადგინეთ სიმართლე გითხრათ. ბარიერის გარდა არის რიგგარეშე არჩევნების საკითხიც. არაფერი პოზიციები არ შეგვიჯერებია, უბრალოდ, გვინდოდა მოგვესმინა საჯარო სივრცის გარეშე, რა უნდა „ქართულ ოცნებას", რასაც გვეუბნებიან, 2- პროცენტიანი ბარიერის წინააღმდეგი არ არიან და მეორე - ეს ცვლილება რომ ამოქმედდეს 2024 წლიდან და გავრცელდეს 2028 წელზეც. მანამდე იყოს 1- პროცენტიანი ბარიერი და 120/30- ზე პრინციპი,"- განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისათვის, საპარლამენტო ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს შეხვდნენ.

დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
კახა ოქრიაშვილი რესპუბლიკურ საავადმყოფოზე - ეს არის ერთადერთი სახელმწიფოებრივი მიდგომა ამ საკითხთან დაკავშირებით
„ვოლტის“ სათავო ოფისი ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს
„თეთრი კვადრატი“ საბურთალოზე 2 ახალ პროექტს იწყებს
განაახლე შენი გარდერობი Cashback-სა და VISA-სთან ერთად
„სმარტმა“ ბათუმში 35-ე სუპერმარკეტი გახსნა
კომპანია „ვილა-ოქროყანა“ განცხადებას ავრცელებს