ანალიტიკურმა ორგანიზაციამ „ჯეოქეისი” IRI-ის პროგრამის - ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების ინიციატივის (TSI) მონაწილეებს უმასპინძლა

2021 წლის 15 დეკემბერს ანალიტიკურმა ორგანიზაცია „ჯეოქეისმა“ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის პროგრამის - ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების ინიციატივის მონაწილეებს უმასპინძლა.

ამის შესახებ ინფორმაციას „ჯეოქეისი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, სტუმრებს „ჯეოქეისის“ თავმჯდომარე, ვიქტორ ყიფიანი და არარეზიდენტი მკვლევარი, ნიკოლოზ ხატიაშვილი შეხვდნენ.

„ ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების ინიციატივა (TSI) წარმოადგენს ყოველწლიურ პროგრამას, რომლის საშუალებით ევროპისა და აშშ-ის უმაღლესი რანგის პოლიტიკოსები, სახელმწიფო და სამხედრო ოფიციალური პირები, ბიზნეს ლიდერები და მაღალჩინოსნები ერთმანეთს უზიარებენ მოსაზრებებს და ეძებენ ინოვაციურ მიდგომებს ნატო-სა და ტრანსატლანტიკური საზოგადოების წინაშე არსებულ ძირითად გამოწვევებთან დაკავშირებით.

„ჯეოქიეისში“ გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ TSI-ის პროგრამის მონაწილეები პოლონეთიდან, ჩეხეთიდან, სლოვაკეთიდან, უნგრეთიდან და რუმინეთიდან. მათ დაგეგმილი აქვთ ცხინვალის საოკუპაციო ხაზთან ჩასვლა, ალიანსის წინაშე მდგარი კრიტიკულ საფრთხეების იდენტიფიცირება და ადგილზე შესწავლა.

ვიქტორ ყიფიანმა სტუმრებს ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ მისია და ამოცანები გააცნო. შეხვედრაზე ქვეყანაში არსებული გამოწვევები და სხვა აქტუალური საკითხები განიხილეს. დასასრულს ვიქტორ ყიფიანმა და ნიკოლოზ ხატიაშვილმა TSI-ის მონაწილეების შეკითხვებს უპასუხეს.

ვიზიტის ფარგლებში ჩატარებული კვლევებისა და სემინარების გამოცდილებაზე დაყრდნობით, TSI-ის მონაწილეები გამოაქვეყნებენ ანგარიშს, რომელიც თითოეული მონაწილის ქვეყნის პარლამენტში გავრცელდება“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო