ირაკლი კობახიძე - ერთადერთი თემა, რაზეც ჩვენ მეტ-ნაკლებად მკაფიო პოზიცია გვაქვს ჩამოყალიბებული არის ის, რომ 2024 წლამდე არავითარ რიგგარეშე არჩევნებზე არ შეიძლება საუბარი

საკონსტიტუციო ცვლილებებზე ყველა თემა არის ღია, რაც გულისხმობს იმას, რომ არაფერთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული არ არის - ერთადერთი, რაზეც ჩვენ მეტ - ნაკლებად მკაფიო პოზიცია გვაქვს, არის ის, რომ 2024 წლამდე არავითარ რიგგარეშე არჩევნებზე არ შეიძლება საუბარი , - ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან ოპოზიციასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, შეხვედრაზე მხოლოდ საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხი განიხილეს და ოპოზიციას მათი პოზიცია აინტერესებდა, თუმცა, საჯაროდ დეტალებს ვერ დააკონკრეტებს.

მისივე ინფორმაციით, შეხვედრა ოპოზიციის კონკრეტული წარმომადგენლების თხოვნით გაიმართა.

"ამ ეტაპზე, ყველა თემა ამ საკითხთან დაკავშირებით არის ღია, ასეც შეიძლება - ისეც. ბევრ რამეზე იქნება დამოკიდებული ის, თუ რამდენად გაგრძელდება საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა და ის, თუ რა შედეგით დასრულდება, მათ შორის, პირველ რიგში, ოპოზიციის მოქმედებებზე. ყველა თემაზე ვიმსჯელებთ, ყველა თემა არის ღია, რაც გულისხმობს იმას, რომ არაფერთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული არ არის. ჩვენ გვჭირდება ასევე საპარლამენტო უმრავლესობასთან კონსულტაციები, მათ შორის ბარიერის სიმაღლესთან დაკავშირებით, რამდენჯერ უნდა მოქმედებდეს დაბალი ბარიერი და ა.შ. ერთადერთი თემა, რაზეც ჩვენ გვაქვს მეტ - ნაკლებად მკაფიო პოზიცია ჩამოყალიბებული არის ის, რომ 2024 წლამდე არავითარ რიგგარეშე არჩევნებზე არ შეიძლება საუბარი. ჩვენ მივიღეთ 48 პროცენტი საპარლამენტო არჩევნებზე, რეალურად, თემა მაშინ იყო დახურული, შემდეგ იყო ცნობილი შეთანხმება, ანულირება, ვირტუალური 43 პროცენტი. ეს ვირტუალური ბარიერიც გადავლახეთ და ავიღეთ 47 პროცენტი, ამის შემდეგ 2024 წლამდე ყველანაირი თემა რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით არის დახურული, მათ შორის, ეს ბუნებრივია უნდა აისახოს საკონსტიტუციო ცვლილებებში",- განაცხადა კობახიძემ.

ცნობისათვის, ირაკლი კობახიძე საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ოპოზიციას შეხვდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა