ირაკლი კოვზანაძე - 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი  ეკონომიკის გამოწვევებს და მოსახლეობის საჭიროებებს პასუხობს

„2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი პასუხობს იმ გამოწვევებს და საჭიროებებს, რაც ჩვენი ეკონომიკის და მოსახლეობის წინაშეა", - ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ სესიაზე განაცხადა, სადაც 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსია განიხილეს.

ირაკლი კოვზანაძემ გამოწვევებად და საჭიროებებად რამდენიმე საკითხი დაასახელა, მათ შორის, პანდემიასთან ბრძოლის ღონისძიებების ფინანსური უზრუნველყოფა და მაკროეკონომიკური სტაბილურობა.

„პროექტი მოიცავს კორონავირუსთან დაკავშირებული ღონისძიებების დაფინანსებას, ასევე მაღალ ხარჯებს მოსახლეობის ჯანდაცვის და სოციალური დაცვის კუთხით. გადადგმულია ნაბიჯები ბიუჯეტის დეფიციტის შემცირების კუთხით, რაც მაკროეკონომიკური სტაბილურობისთვის მნიშვნელოვანია. ვისურვებდი დეფიციტის მაჩვენებელი ჩამოცდეს 4%-ს"-აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.

მან კიდევ ერთხელ მოუწოდა ფინანსთა სამინისტროს 2022 საბიუჯეტო წლის განმავლობაში წარმოშობილი რეზერვი მიმართონ დეფიციტის შემდგომი შემცირების მიმართულებით.

„ეს იქნება თქვენი მნიშვნელოვანი წვლილი მაკროეკონომიკური და მონეტარული სტაბილურობის საქმეში, ფასების ზრდის შეჩერების კუთხით", - აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.

დღეს, სესიაზე „საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" კანონის პროექტი განიხილეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო