ეროვნული სკრინინგ ცენტრის დირექტორი „ვარდისფერ სივრცეში“ კიბოსთან ბრძოლაში გამარჯვებულ ქალებს შეხვდა

თბილისის მერიის ინფორმაციით, ეროვნული სკრინინგ ცენტრის დირექტორი, ეთერ კიღურაძე „ვარდისფერ სივრცეში“ „ევროპა დონა საქართველოს“ ბენეფიციარებს შეხვდა. ამასთან, ორგანიზაციის ბენეფიციარები არიან ქალები, რომლებიც კიბოსგან განიკურნნენ, ასევე, ისინი, ვინც ამჟამად მკურნალობის პროცესში არიან.

მერიის ცნობითვე, შეხვედრის მიზანს ორგანიზაციის ბენეფიციარების მხარდაჭერა და სკრინინგის პროგრამების პოპულარიზაცია წარმოადგენდა.

შეხვედრაზე ეროვნული სკრინინგ ცენტრის დირექტორმა ცენტრის საქმიანობაზე, ასევე, კიბოს სკრინინგული პროგრამების მიზნებსა და სამომავლო გეგმებზე გაამახვილა ყურადღება. მან „ევროპა დონა საქართველოს“ პრეზიდენტთან, ანა მაზანაშვილთან ერთად, კიბოს სკრინინგის პროგრამის უფრო ეფექტიანად განხორციელების გზები და შესაძლო ერთობლივი პროექტები განიხილა.

ამასთან, როგორც მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მნიშვნელოვანია ბენეფიციარებმა საზოგადოებაში სკრინინგის შესახებ ინფორმაცია გაავრცელონ და კომპეტენტური პასუხები ჰქონდეთ. ასევე, ფსიქოლოგიური დახმარება აღმოუჩინონ მათ, ვინც მკურნალობის პროცესშია. ამ მიზნით, სოციალური ქსელის კამპანია - „გაუფრთხილდი სიცოცხლეს, გააზიარე სკრინინგი“, „სკრინინგი სიცოცხლისთვის“ დაიგეგმა.

შეხვედრის ფარგლებში, „ვარდისფერ სივრცეში“ „ევროპა დონა საქართველოს“ ბენეფიციარების მიერ არტთერაპიის დროს შექმნილი ფერწერული ნამუშევრებისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა გაიმართა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო