არჩილ თალაკვაძე - ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი ბრიუსელში, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის საჭირო და მნიშვნელოვანია

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი ბრიუსელში, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის საჭირო და მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მაღალი დონის შეხვედრები, რომელსაც პრემიერი მართავს, ქვეყნის მომავალზე პოზიტიურად აისახება.

"მაღალი დონის შეხვედრები, რომელსაც პრემიერ-მინისტრი მართავს, მუდმივი კომუნიკაცია პარტნიორებთან საქართველოს ეკონომიკური განვითარების, დემოკრატიული რეფორმების და უსაფრთხოების განმტკიცების შესახებ - ის არის, რაც ჩვენი ქვეყნის მომავალზე პოზიტიურად აისახება და ჩვენს მეგობრებს უფრო ძლიერი მხარდაჭერისკენ განაწყობს. ევროკავშირის ერთიან ბაზართან ინტეგრაცია, მაკროეკონომიკური ინსტრუმენტების მიღება, ენერგეტიკული და ციფრული დაკავშირებადობის გაძლიერება - საკითხები, რომელსაც ირაკლი ღარიბაშვილი ევროპელ ლიდერებთან განიხილავს, ჩვენი ქვეყნისთვის სტრატეგიულია, რადგან 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გასაკეთებლად ვემზადებით“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
გაიგე რომელ მედიკამენტებზე მიიღებ უკეთეს ფასებს დღეიდან
კახა ოქრიაშვილი რესპუბლიკურ საავადმყოფოზე - ეს არის ერთადერთი სახელმწიფოებრივი მიდგომა ამ საკითხთან დაკავშირებით
„ვოლტის“ სათავო ოფისი ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს
„თეთრი კვადრატი“ საბურთალოზე 2 ახალ პროექტს იწყებს
განაახლე შენი გარდერობი Cashback-სა და VISA-სთან ერთად
„სმარტმა“ ბათუმში 35-ე სუპერმარკეტი გახსნა
კომპანია „ვილა-ოქროყანა“ განცხადებას ავრცელებს