"ემპათიას" ხელმძღვანელი სააკაშვილზე - კვლავ რჩება პოსტტრავმული, სტრესული აშლილობა - მკურნალობის კურსში სერიოზული ცვლილებებია შესატანი

ნათლად არის წარმოდგენილი ნევროლოგიური პრობლემები. გამოიკვეთა გარკვეული ეჭვები, ენდოკრინულ პრობლემებთან დაკავშირებით. კვლავ რჩება პოსტტრავმული,სტრესული აშლილობა და აქ საჭიროა მულტიდისციპლინური, ინტენსიური მკურნალობა და რეაბილიტაციის კურსი , - ამის შესახებ ცენტრ „ემპათიის“ ხელმძღვანელმა, მარიამ ჯიშკარიანმა გორის სამხედრო ჰოსპიტალში ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც „ემპათიის“ ხელმძღვანელმა აღნიშნა, ფსიქოთერაპიის ჩატარება გორის სამხედრო ჰოსპიტალში შეუძლებელია.

„ნათლად არის წარმოდგენილი ნევროლოგიური პრობლემები. ასევე, გამოიკვეთა გარკვეული ეჭვები ენდოკრინულ პრობლემებთან დაკავშირებით. კვლავ რჩება პოსტტრავმული, სტრესული აშლილობა და რასაც ჩვენ ვამბობდით, აქ საჭიროა მულტიდისციპლინური, ინტენსიური მკურნალობა და რეაბილიტაციის კურსი. პრეპარატ „კეტილეპტის“ მოხსნის შემდეგ, კარგად გამოჩნდა უკვე ვერნიკეს ენცეფალოპათიის ნიშნები, რაც წინა პლანზეა წამოსული. ცხადია, დამატებითი გამოკვლევებიც უნდა იყოს ჩანიშნული, რასაც კონსულტაციის სახით გამოვაგზავნით. სხვადასხვა გამოკვლევებია საჭირო, მათ შორის ენდოკრინული, გარკვეული პათოლოგიების დადგენის მიზნით, თუ კი ასეთს აქვს ადგილი და ასევე ფსიქო-რეაბილიტაცია ეს ერთ-ერთი კომპონენტი, რომელიც არ ტარდება აქ და ფსიქოთერაპია შეუძლებლად მიგვაჩნია. საჭიროა კომპლექსური მიდგომა, როგორც დიაგნოსტიკისთვის, ასევე მკურნალობა რეაბილიტაციისათვის”, - განაცხადა მარიამ ჯიშკარიანმა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს