ირაკლი ღარიბაშვილი - მოუთმენლად ველი ევროკავშირთან ინტეგრაციის ახალ ეტაპზე გადასვლას

მოუთმენლად ველი ევროკავშირთან ჩვენი ინტეგრაციის ახალ ეტაპზე გადასვლას , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ "ტვიტერში" წერს.

მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი უმნიშვნელოვანესი მოვლენაა საქართველოსთვის, რომელიც ევროკავშირთან სამომავლო პარტნიორობას და შემდგომი ინტეგრაციის გზებთან დაკავშირებულ არსებით დისკუსიებს განსაზღვრავს.

"ჩემთვის დიდი პატივია 2021 წლის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტში მონაწილეობა. ეს არის უმნიშვნელოვანესი მოვლენა საქართველოსთვის, რომელიც განსაზღვრავს ევროკავშირთან ჩვენს სამომავლო პარტნიორობას და შემდგომი ინტეგრაციის გზებთან დაკავშირებულ არსებით დისკუსიებს. მოუთმენლად ველი ევროკავშირთან ჩვენი ინტეგრაციის ახალ ეტაპზე გადასვლას",- წერს პრემიერ-მინისტრი.

შეგახსენებთ, ბრიუსელში, ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისა და სომხეთის, აზერბაიჯანის, საქართველოს, მოლდოვის რესპუბლიკისა და უკრაინის ლიდერებს აღმოსავლეთ პარტნიორობის მეექვსე სამიტზე ხვდებიან.

ევროკავშირის პრესსამსახურის ინფორმაციით, ლიდერები განიხილავენ აღმოსავლეთ პარტნიორობის განახლებულ დღის წესრიგს, რომელიც აღდგენას, მდგრადობასა და რეფორმებს ეხება და მიზნად ისახავს პარტნიორი სახელმწიფოების დახმარებას არსებული და მომავალი გამოწვევების მიმართ მდგრადობის გაზრდასა და მათთან გამკლავების შესაძლებლობების გაძლიერებაში. მას თან ახლავს 2.3 მილიარდი ევროს ღირებულების ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა, გრანტების, შერეული დაფინანსებისა და გარანტიების სახით, რომელსაც 17 მილიარდ ევრომდე მოცულობის სახელმწიფო და კერძო ინვესტიციების მობილიზების პოტენციალი აქვს სამუშაო ადგილების შექმნის, ეკონომიკის ზრდის წახალისებისა და რეგიონის კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად.

სამიტს, აგრეთვე, ესწრება უმაღლესი წარმომადგენელი/ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბორელი. ​

პრესკონფერენცია, რომელშიც მონაწილეობას პრეზიდენტი ფონ დერ ლაიენი მიიღებს, ცენტრალური ევროპის დროით 22:00 საათზე ჩატარდება.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა