“ევროპის უნივერსიტეტის” სტუდენტურმა თვითმმართველობამ სპორტის ფედერაციის მიერ დაგეგმილ სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

“ევროპის უნივერსიტეტის” სტუდენტურმა თვითმმართველობამ საქართველოს სპორტის ფედერაციის მიერ დაგეგმილ სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

“ევროპის უნივერსიტეტის” ინფორმაციით, ცენტრალიზებული გასვლითი სამუშაო შეხვედრა დაბა ბაკურიანში განხორციელდა და მიზნად ისახავდა საერთაშორისო ღონისძიებებისათვის ორგანიზებულად მომზადების, ასევე 2022 წლის ეფექტური სპორტული კალენდრის შემუშავებას.

„ შეხვედრაში საქართველოში არსებული სპორტული ფედერაციები, უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების სპორტისა და კულტურის სამსახურები და სტუდენტური თვითმმართველობების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

„ევროპის უნივერსიტეტიდან“ ოთხდღიან გასვლით სამუშაო შეხვედრაში ჩართული იყვნენ თვითმმართველობის ვიცე-პრეზიდენტი კახა ფუტკარაძე და სტუდენტები: ნინო ჭიპაშვილი, თემო წაქაძე და თეონა კუპრაშვილი.

სტუდენტური აქტივობის სახით, ასევე ჩატარდა ფრენბურთის ტურნირი, რომელშიც „ევროპის უნივერსიტეტის“ სტუდენტებმა საქართველოს უნივერსიტეტის გუნდი დაამარცხეს“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა