პაატა მანჯგალაძე - შერიგების პროცესი დროში გახანგრძლივდება

შერიგების პროცესი დროში გახანგრძლივდება - მმართველი პარტია ყველაფერს გააკეთებს, რომ შერიგების პროცესი მაშინ დაიწყოს, როცა მათი პოლიტიკური დაისი დადგება და ისე წავიდნენ, რომ პოლიტიკური გარანტიები ჰქონდეთ, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, პრეზიდენტის მიერ ორგანიზებულ საახალწლო მიღებაში „სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენელი მონაწილეობას მიიღებს, თუმცა მანჯგალაძე მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე „ქართული ოცნების“ მხრიდან რაიმე გადაწყვეტილებებს არ უნდა ელოდონ.

„მე როგორც ვიცი, ამ შეხვედრას ოფიციალურ დონეზე არ აქვს პოლიტიკური შინაარსი, მაგრამ ის შეიძლება გამოყენებული იქნას კომუნიკაციისთვის და ინფორმაციის გაცვლისთვის. ჩვენ ამით ვისარგებლებთ რა თქმა უნდა. შერიგების საკითხთან დაკავშირებით მე გამოვიყენებ უფრო სწორ სიტყვას - თანხმობას, ჩვენ შესარიგებელი არაფერი გვჭირს, ჩვენ გვჭირდება პრინციპული შეთანხმება რამდენიმე საკითხზე, ეს არის სამართლიანი არჩევნების ჩატარება, სამართლიანი სასამართლო და პოლიტიკურ დევნაზე უარის თქმა. დღევანდელ მოცემულობაზე არ მჯერა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ შესაბამისი გადაწყვეტილებები მიიღოს. ეს პროცესი გაიწელება. ეს ორი წელი „ქართული ოცნება“ ამაზე არ დაფიქრდება. მმართველი პარტია ყველაფერს გააკეთებს, რომ ვიდრე მათი პოლიტიკური დაისი დადგება, შერიგების პროცესი დაიწყოს და ისე წავიდნენ, რომ პოლიტიკური გარანტიები ჰქონდეთ,“ - განაცხადა მანჯგალაძემ.

რაულ ჩილაჩავა - აშშ რუსეთის პრეტენზიებზე მომავალ კვირაში გასცემს წერილობით პასუხს, ეს უკვე საინტერესოა, დაველოდოთ
პაატა დავითაია - ნეიტრალური პოზიციით ხელისუფლებამ  შესაძლოა,  ისეთი დარტყმები მიიღოს, რაც მას  სრულად ჩამოშლის
ქართული პრესის მიმოხილვა 24.01.2022
გიორგი კანაშვილი - უკვე გაჩნდა დაკვეთა სხვა პოლიტიკური კულტურის მქონე პოლიტიკოსებზე და დროა, პოლიტიკოსებმა ალღო აუღონ ახალ რეალობას
"ავერსსა" და ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი განახლდა
„ლისი დეველოპმენტმა" International Property Awards-ზე უძრავ ქონებაში ორი ხუთვარსკვლავიანი ჯილდო მიიღო
PSP 2021 წლის „ლიდერ“ ბრენდად დასახელდა
მცირე და საშუალო ბიზნესების გაძლიერების პროგრამა BGROW დაიწყო
"სილქფესტი" მომხმარებლებს ორი დღით სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს შესთავაზებს!