პარლამენტმა „საქართველოს ტყის კოდექსში’’ შესატანი ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო

საქართველოს პარლამენტმა „საქართველოს ტყის კოდექსში’’ შესატანი ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო. პარლამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ცვლილებებით გადაიჭრება მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც მოსახლეობას დიდი ხნის განმავლობაში აწუხებდა და დადგინდება დასაწყობებული, უკანონოდ მოჭრილი და ჩამორთმეული ხე-ტყის განკარგვის ახალი წესი. კერძოდ, აღნიშნული ხე-ტყე დაუყოვნებლივი გასხვისების მიზნით ეროვნულ სატყეო სააგენტოს გადაეცემა.

„არსებული საკანონმდებლო მოწესრიგებიდან გამომდინარე ტყის მართვის ორგანო დასაწყობებულ ხე-ტყეს საქმის დასრულებამდე ვერ განკარგავდა, რაც ამ რესურსს გამოუსადეგარს ხდიდა.

2018-2019 წლებში ჩამორთმეული ხე-ტყის შესახებ ინფორმაციის მიხედვით, ჩამორთმეული იქნა 10,233.7 კუბური მეტრი ხე-ტყე, საიდანაც 5,778.3 კუბური მეტრი არ იქნა განკარგული.

ცვლილებებით ასევე სწორდება კოდექსით დადგენილი პროცედურული საკითხები და გადაწყვეტილების მიღების პროცესი უფრო მოქნილი გახდება“, - აღნიშნულია პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარე, მაია ბითაძემ აღნიშნა, კანონპროექტით ასევე, გარდამავალი პერიოდისთვის დადგინდება უფრო ეფექტიანი რეგულაციები, რაც ტყის მართვის ორგანოებს ფუნქციონირებას გაუმარტივებს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს