სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ზამთრის სკოლა დასრულდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, სასწავლო ცენტრის მიერ ორგანიზებული - უსაფრთხოების ზამთრის სკოლის დახურვის ცერემონია გაიმართა.

ზამთრის სკოლის მონაწილეები, ღონისძიებამდე შავნაბადას სპეცდანიშნულების ბაზას ეწვივნენ, სადაც მათ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ გიგა ნიკოლეიშვილმა უმასპინძლა და სტუდენტებთან ერთად საჩვენებელ წვრთნებს დაესწრო.

„სტუდენტებს სიტყვით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა მიმართა. სიტყვით გამოვიდნენ უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე შენგელი ფიცხელაური და ევროკავშირის წარმომადგენელი დენ პიტერსონი. ზამთრის სკოლის მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ. ღონისძიების დასასრულს ზამთრის სკოლის პროექტის შესახებ ვიდეოჩვენება მოეწყო. უსაფრთხოების ზამთრის სკოლა ევროკავშირის პროექტის- „ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის ხელშეწყობა“ ფარგლებში მხარდაჭერით გაიმართა. პროექტის პარტნიორები იუსტიციის და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროები არიან. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრის მიერ ორგანიზებული ზამთრის სკოლა ორი კვირის განმავლობაში ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრში მიმდინარეობდა. მთელი საქართველოს მასშტაბით შერჩეულ 24 სტუდენტს ყოველდღიურად პრაქტიკული და თეორიული მეცადინეობა უტარდებოდათ. სტუმრის საათის ფარგლებში კი ხვდებოდნენ უსაფრთხოების სფეროს ექსპერტებს“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა