ვახტანგ ძაბირაძე - ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმე ყველა ვარიანტში წამგებიანი იქნება „ქართული ოცნებისთვის“

პოლიტოლოგ ვახტანგ ძაბირაძის შეფასებით, ხელისუფლებისთვისაც და ოპოზიციისთვისაც პოლიტიკურად მომგებიანი იქნება, თუ ე.წ. ფულის გათეთრების საქმე დაიხურება, რომელზეც ბრალდებულები მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი არიან.

როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის პოლიტიკურ ვითარებაზე.

„გადაწყვეტილება ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, უპირველეს ყოვლისა, პოლიტიკურ ვითარებაზე. შემიძლია გითხრათ, რა იქნება ქვეყნისთვის უმჯობესი, რადგან მხოლოდ სამართლებრივი კუთხით ამ თემის განხილვა არ შეიძლება არა იმიტომ, რომ ვიღაცას პოლიტიკაში მოსვლა მოუნდა, არამედ არსებული რეალური ვითარებიდან გამომდინარე. შესაბამისად, მგონია, რომ ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იქნება, თუ ეს საქმე დაიხურება და ეს პროცესი ამით დასრულდება. ეს პოლიტიკურად მომგებიანი იქნება ხელისუფლებისთვისაც და ოპოზიციისთვისაც. სხვათა შორის, ნიკა გვარამიას საქმეც“, - განაცხადა ძაბირაძემ.

ის იმედოვნებს, რომ სასამართლო სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს.

„ყველა ვარიანტში წამგებიანი იქნება „ქართული ოცნებისთვის“, თუ სასამართლო გამამტყუნებელ გადაწყვეტილებას მიიღებს და მათ სასჯელს მიუსჯის“, -განაცხადა ძაბირაძემ.

ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე, რომელზეც ბრალდებულები მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი არიან, თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი მიმდინარეობს.

აღნიშნული ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე დღეს ბოლო სხდომა იმართება.

ცნობისთვის, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წარედგინათ 2019 წლის 24 ივლისს ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).

რაც შეხება ავთანდილ წერეთელს, პროკურატურა ბიზნესმენს ბადრი ჯაფარიძისთვის და მამუკა ხაზარაძისთვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა