ლევან იოსელიანი - გაუგებარია, პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილის  შეწყალებას სთხოვდე და ღონისძიებაზე მისვლაზე უარს ეუბნებოდე

ვისურვებდი, ყველა პოლიტიკური პარტია დასწრებოდა პრეზიდენტთან მიღებას, რადგან ერთმანეთთან გაბუტულ პოზაში ყოფნა ვერანაირ დიალოგს ვერ დაძრავს, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „მოქალაქეების“ დეპუტატმა ლევან იოსელიანმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, თავად მიღებას დაესწრება და მისთვის გაუგებარია „ნაციონალური მოძრაობის“ ტაქტიკა, რომელიც პრეზიდენტს შეწყალებას სთხოვს და მეორე მხრივ მასთან მიღებაზე არ მიდის.

„მე ვიქნები პრეზიდენტის სასახლეში ღონისძიებაზე. ვისურვებდი, რომ ყველა პოლიტიკური პარტია დასწრებოდა მას, რადგან ასე ერთმანეთთან გაბუტულ პოზაში ყოფნა ვერანაირ დიალოგს ვერ დაძრავს. ამას სჭირდება ნაბიჯების გადადგმა და კარგი საშუალებაა ეს პლატფორმა გამოყენებული იქნას დიალოგის დასაწყებად. „ნაციონალური მოძრაობის“ ტაქტიკაზე ვერაფერს გეტყვით, ჩემთვის გაუგებარია, შეწყალებას სთხოვდე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილის და ღონისძიებაზე მისვლაზე უარს ეუბნებოდე, თუმცა, ალბათ, მათ თავიანთი პოლიტიკური ტაქტიკა აქვთ,“ - განაცხადა იოსელიანმა.

ცნობისათვის, "ნაციონალური მოძრაობა" პრეზიდენტთან დღევანდელ საახალწლო მიღებას არ დაესწრება, თუმცა, ისინი მზად არიან შემდგომში, საქმიან ფორმატში მიიღონ მონაწილეობა.

ლევან ცუცქირიძე - საქართველო უდიდეს საერთაშორისო კრიზისს გამოფიტული, დაღლილი, იმედის, ბრძოლისუნარიანობისა და მმართველობის უნარების გარეშე ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 27.01.2022
ეკატერინა ციმაკურიძე - კრიზისის დასრულებისთვის საჭიროა ხელისუფალს გააჩნდეს თანამშრომლობის ნება და კონსენსუსის უნარი
"ჰიდრო ჯგუფმა" ფოთის მრავალფუნქციურ სპორტულ კომპლექსში წყლის ბიოლოგიური გამწმენდი დანადგარი დაამონტაჟა
"სილქნეტი" 28 თებერვლიდან მომხმარებლებს განახლებულ პირობებს შესთავაზებს
2022 წელს JTI საქართველოში, ევროპაში და გლობალურად აღიარებულია საუკეთესო დამსაქმებლად
ქართველი მეცნიერის გიორგი ელიავას დაბადებიდან 130, ხოლო ინსტიტუტის დაარსებიდან 100 წელი შესრულდა
მერიის მიერ გაცემული 500-ლარიანი ვაუჩერით მიიღე 725 ლარის მედიკამენტი
ჰიუნდაიმ რობოტექნიკისა და მეტავერსის მიმართულებით საკუთარი ხედვები მედიასა და ვიზიტორებს CES 2022-ის ფორუმზე წარუდგინა
„ავერსის“ აფთიაქებში საპენსიო ასაკის მოქალაქეებისა და დევნილებისთვის ყოველდღე ყველაზე დაბალი ფასებია
თბილისის მერიის 500-ლარიანი ვაუჩერი PSP-ში 700 ლარის ტოლფასია (R)
100 ქართული ბიზნესი ერთ ფეისბუქ მაღაზიაში - ტერაბანკის ახალი ინიციატივა