ექიმის ინფორმაციით, წეროვანში, დევნილთა დასახლებაში  დაჭრილი 3 პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე, მაგრამ სტაბილურია

წეროვანში, დევნილთა დასახლებაში დაჭრილი 3 პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე, მაგრამ სტაბილურია. როგორც ექიმი აცხადებს, ორ მათგანს მცხეთის „ნიუ ჰოსპიტალის“ კლინიკაში ოპერაცია გუშინვე ჩაუტარდა, ერთს კი ახლა უტარებენ.

„სამი პაციენტი შემოიყვანეს, ცეცხლსასროლი ჭრილობებითა და სხვადასხვა ხარისხის დაზიანებებით. ორს გუშინვე ჩაუტარდა სასიცოცხლო ჩვენებით ოპერაცია, ერთის ოპერაცია ახლა მიმდინარეობს. ამ ეტაპზე მათი მდგომარეობა მძიმედ, სტაბილური სიტუაციით ფასდება. სხეულის სხვადასხვა უბნებში აქვთ ჭრილობები, მუცელზე და კიდურებში“, - განაცხადა ექიმმა.

ცნობისთვის, წეროვანში, დევნილთა დასახლებაში 3 პირი დაჭრეს.

გავრცელებული ინფორმაციით, მეზობლებს შორის დავა საყოფაცხოვრებო ნიადაგზე დაიწყო. სამივე პირს ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით აქვთ მიყენებული. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 117-ე, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს