სალომე სამადაშვილის შეფასებით, სიმბოლურად მნიშვნელოვანია, ოპოზიციის წარმომადგენლებმა პრეზიდენტის საახალწლო მიწვევა მიიღონ

პარლამენტის ოპოზიციონერი წევრის სალომე სამადაშვილის შეფასებით, სიმბოლურად მნიშვნელოვანია, ოპოზიციის წარმომადგენლებმა პრეზიდენტის საახალწლო მიწვევა მიიღონ.

როგორც სამადაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ურთულესი გამოწვევების პირობებში, რომლის წინაშეც ქვეყანა დგას, პრეზიდენტმა გამოთქვა მზადყოფნა, ხელი შეუწყოს პოლიტიკური დეპოლარიზაციის პროცესის დასაწყისს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

“იმედი მაქვს საუბრის შესაძლებლობა იქნება. ჩემთვის საინტერესოა, თავად პრეზიდენტი როგორ ხედავს ამ პროცესის დაწყებას და გაგრძელებას. მე შეხვედრაზე პირველ რიგში მოსასმენად მივდივარ. რა იქნება შემდგომ, ამას მომავალი გვიჩვენებს. ერთი რამ ცხადია, საქართველოს პრეზიდენტს ხელთ აქვს კონსტიტუციური ბერკეტები იმისთვის, რომ ხელი შეუწყოს ქვეყანაში დეპოლარიზაციას. მეორეს მხრივ, ცხადია, ამ პროცესში წინაპირობებით შესვლას შედეგი ვერ ექნება. ვნახოთ, როგორ განვითარდება პროცესი“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო