პარლამენტი, პლენარული სხდომის ფორმატში, 2022-2024 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტს იხილავს

პარლამენტი, პლენარული სხდომის ფორმატში, 2022-2024 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტს იხილავს, რომელსაც დეპუტატებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე აცნობს.

პროექტში ასახულია ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი, მონეტარული პოლიტიკის ძირითადი ინსტრუმენტები და შესაძლო რისკების მიმოხილვა.

გვენეტაძის თქმით, ფასების სტაბილურობის მისაღწევად, ეროვნული ბანკი ინფლაციის თარგეთირების რეჟიმს იყენებს, რომელიც ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფის ყველაზე თანამედროვე და ეფექტიანი მექანიზმია. მისივე განცხადებით, საქართველოს შემთხვევაში, ფასების სტაბილურობად ინფლაციის 3%-იანი დონე მიიჩნევა.

“ეროვნული ბანკი მანამ იქნება მკაცრი პოლიტიკის მიმდევარი, სანამ ინფლაცია კვლავ არ შემცირდება. სწორედ ეს იქნება იმის გარანტი, რომ ეგზოგენური ფაქტორებით გამოწვეული ინფლაცია პერმანენტულ ინფლაციაში არ გადავიდეს“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

როგორც გვენეტაძემ განმარტა, 2018 წელს ინფლაცია მიზნობრივი მაჩვენებლის ქვეშ იყო, 2019 წელსაც ასეთივე მდგომარეობა გვქონდა მანამ, სანამ რუსეთიდან ფრენების შეწყვეტამ გავლენა იქონია გაცვლით კურსზე და შესაბამისად, ეს ინფლაციაში აისახა. გარდა ამისა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ინფორმაციით, სიგარეტის დაბეგვრის პრინციპი შეიცვალა და ესეც ერთჯერადი ფაქტორი იყო. 2020 წელს ინფლაცია ისევ მიზნობრივი მაჩვენებლის ქვეშ იყო, ხოლო 2021 წელს ინფლაციამ ნორმალიზება დაიწყო და სწორედ ამ დროს მოხდა პანდემია, ხოლო პანდემიის პირობებში ინფლაცია მსოფლიოს უმეტესი ქვეყნების პრობლემაა.

მომხსენებელმა ინფლაციაზე გავლენის მქონე ეგზოგენურ ფაქტორებზე გაამახვილა ყურადღება. როგორც გვენეტაძემ აღნიშნა, საერთაშორისო ბაზრებზე სურსათის, ნავთობის და სატვირთო გადაზიდვების აშშ დოლარში გამოხატული ფასების მკვეთრი ზრდა საქართველოში იმპორტულ ინფლაციაზე ახდენს გავლენას.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა