შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს თავდაცვის ძალების სამეთაურო საშტაბო კოლეჯის მსმენელები ესტუმრნენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს ბაზას ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამეთაურო საშტაბო კოლეჯის მსმენელი უფროსი ოფიცრები ეწვივნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა სტუმრებს თავიანთი საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.

„განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს ბაზაზე რამდენიმე საჩვენებელი სწავლება განხორციელდა, კერძოდ: ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვულ ინციდენტებზე რეაგირების სამმართველოს თანამშრომლებმა დეკონტამინაციის პროცესი წარმოადგინეს, სამთო მაშველებმა სამთო კედლის დახმარებით სხვადასხვა სავარჯიშო შეასრულეს, შსს-ს აკადემიის სამოქალაქო უსაფრთხოების საკითხებში მომზადების სამმართველოს თანამშრომლებმა ურბანული ხანძრების დროს მოქმედების დემონსტრირება განახორციელეს, ხოლო სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლმოკიდებული მანქანის ქრობის ამოცანები შეასრულეს. დღესვე სამაშველო ბატუტის შესაძლებლობების ჩვენებაც მოეწყო.

საჩვენებელი ღონისძიება მაშველი ძაღლის მიერ სამაშველო ოპერაციის დემონსტრირებით დასრულდა.

ვიზიტის ფარგლებში, თავდაცვის ძალების ოფიცრებმა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის აღჭურვილობა, თანამედროვე ტექნოლოგიები და ტექნიკა დაათვალიერეს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა