კობა გვენეტაძე - მაღალი ინფლაცია ბოლო პერიოდის მნიშვნელოვანი გამოწვევაა, როგორც საქართველოსთვის ასევე, სხვა განვითარებადი და განვითარებული ქვეყნისთვის

მაღალი ინფლაცია ბოლო პერიოდის მნიშვნელოვანი გამოწვევაა, როგორც საქართველოსთვის ასევე, სხვა განვითარებადი და განვითარებული ქვეყნისთვის - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ პარლამენტის სხდომათა დარბაზში „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, 2022-2024 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტის შესახებ საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, გლობალურად გახანგრძლივებული პანდემიის გამო, მსოფლიო 2021 წელს სწორედ ასეთი ეგზოგენური ფაქტორებით შეხვდა: ეს იყო საერთაშორისო ბაზრებზე სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებსა და ნავთობზე ფასების მნიშვნელოვანი ზრდა, გლობალური მიწოდების ჯაჭვების რღვევა, საერთაშორისო გადაზიდვების ფასების მკვეთრი ზრდა, ეკონომიკის ჩაკეტვები, ლოქდაუნები და კოვიდ-19-ის შედეგად საწარმოების ერთ-ერთეულ პროდუქტზე ხარჯების ზრდა.

„ამ ყველაფრის ფონზე, ინფლაციის მის მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს შენარჩუნება პრაქტიკულად შეუძლებელი იქნებოდა. სწორედ ამიტომ, 2021 წელს ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს მნიშვნელოვნად აღემატება უმეტეს ქვეყნებში, მათ შორის ისეთ განვითარებულ ქვეყანაში როგორიცაა აშშ (6.8% - დაახლოებით ბოლო 40 წლის მაქსიმუმი) და გერმანია (წინასწარი მონაცემებით 5.2% - ბოლო 29 წლის მაქსიმუმი). აღნიშნული სიტუაცია ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელს, როგორც საშუალოვადიანი პერიოდის ორიენტირს, რომლისკენაც მიმდინარე ინფლაციამ უნდა იმოძრაოს, კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის. კერძოდ, ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი ეკონომიკისთვის ნომინალური ღუზაა - ის იმისგან გვიცავს, რომ შოკების შემდეგ ინფლაცია მის გრძელვადიან ოპტიმალურ დონეს, რომელსაც ჩვენ მიზნობრივ მაჩვენებლად ვაწესებთ, ისევ დაუბრუნდეს ხოლმე. მაღალი ინფლაციის დროს მაღალი ინფლაციის მიზნის დაწესებით, პრაქტიკულად, ინფლაციის მიზნის არსებობის დანიშნულებაზე ვიტყოდით უარს. ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლის დაბალ დონეზე შენარჩუნებით კი ბაზრისთვის ცხადია, რომ ეროვნული ბანკი მანამ იქნება მკაცრი პოლიტიკის მიმდევარი, სანამ ინფლაცია კვლავ არ შემცირდება. სწორედ ეს იქნება იმის გარანტი, რომ ეგზოგენური ფაქტორებით გამოწვეული ინფლაცია პერმანენტულ ინფლაციაში არ გადავა და დროებითი იქნება“, - აღნიშნა კობა გვენეტაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა