დავით ბაქრაძე - მიღებაზე არ მივდივარ ნაძვის ხის და შამპანურის გამო, მივდივარ, რომ პასუხები მივიღო მთავარ კითხვებზე, როგორ წარმოუდგენია პრეზიდენტს ეროვნული თანხმობა, როცა არსებობენ პოლიტიკური პატიმრები

პრეზიდენტის მიღებაზე დასწრებას ვაპირებ, მაგრამ იქ არ მივდივარ - მიღების, ნაძვის ხის და შამპანურის გამო, მივდივარ, რომ პასუხები მივიღო მთავარ კითხვებზე, თუ როგორ წარმოუდგენია საქართველოს პრეზიდენტს ეროვნული თანხმობა, როცა ქვეყანაში არსებობენ პოლიტიკური პატიმრები, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, პრეზიდენტთან აქვს კითხვები თუ როგორ წარმოუდგენია თანხმობის მიღწევა და დგას თუ არა რაიმე რეალური მისი ინიციატივის უკან.

"მივდივარ, რომ მივიღო პასუხები კითხვებზე, თუ როგორ წარმოუდგენია, საქართველოს პრეზიდენტს ეროვნული თანხმობა მაშინ, როცა ქვეყანაში არსებობენ პოლიტიკური პატიმრები, როგორ წარმოუდგენია თანხმობა საქართველოს მესამე პრეზიდენტის პატიმრობასთან მიმართებით, როგორ წარმოუდგენია თავის როლი და მზად არის თუ არა, გადადგას ნაბიჯები მაშინ, როცა დღეს მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის სასამართლო პროცესი პრაქტიკულად დასრულდა. როგორ ხედავს ეროვნულ თანხმობას მაშინ, როცა მიმდინარეობს სასამართლო პროცესები მედიამენეჯერების ავთო წერეთლის და ნიკა გვარამიას წინააღმდეგ. ეს არის კითხვები, რომელზეც პასუხიც აინტერესებს საზოგადოებას და მაინტერესებს მე. თუ არ გადაიდგა კონკრეტული ნაბიჯები, ამ შემთხვევაში საუბარი ეროვნულ თანხმობაზე დარჩება მხოლოდ საუბრად და კეკლუცობად დასავლელი პარტნიორების წინაშე. ამიტომ, ვაპირებ მისვლას იმისთვის, რომ პასუხი მივიღო ამ კითხვებზე, რომ ვიცოდე დგას თუ არა რაიმე რეალური ეროვნული თანხმობის შესახებ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივის უკან,"- განაცხადა ბაქრაძემ.

გიორგი სანიკიძე - რუსეთში დღეს იმდენად დიდია დაბნეულობა, იმდენადაა იგი გარიყული საერთაშორისო ასპარეზიდან და დასუსტებულია, არა მგონია მას სამხრეთ კავკასიაში მიზანმიმართული პოლიტიკის განხორციელების უნარი ჰქონდეს
ლელა ჯანაშვილი - „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონი მნიშვნელოვანია კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებისთვის - ის არსებითად გააუმჯობესებს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პროცესსა და ზედამხედველობას
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
კახა ოქრიაშვილი - ასეთი სუს-ის იმედზეა ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი საწყალი ქვეყანა?
დრესაპ ჯგუფი აჭარის რეგიონში 14 ახალ მაღაზიას ხსნის
თინეთი DeGameFi-ს ოფიციალური პარტნიორია
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა