ელენე ხოშტარია - ძალიან გამიჭირდება ვითამაშო, რომ ქვეყანაში საახალწლო მიღების გარემოა, მაგრამ პრეზიდენტმა არ უნდა ჩათვალოს, რომ ოპოზიციის ნაწილის არმისვლა მთლიანი პროცესისთვის კარის დახურვაა

სულმოუთქმელად ველოდები, როცა სალომე ზურაბიშვილი შეძლებს შეხვედრას, სადაც ჩვენ პოლარიზაციის დაძლევის შინაარსზე შევძლებთ საუბარს. ამიტომ, მადლობის პარალელურად ვერ მოვიტყუები და ვერ წავალ იქ, თუმცა ველოდები ამ პროცესის დასაწყისს, - ამის შესახებ „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც პრეზიდენტის სასახლეში, საახალწლო მიღებაზე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების მიპატიჟებასთან დაკავშირებულ საკითხს გამოეხმაურა.

ელენე ხოშტარიას თქმით, ის, რომ ოპოზიციის ნაწილი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დღეს არ მიდის, არ ნიშნავს მოლაპარაკების პროცესისთვის კარის დახურვას.

“ჩემთვის ეს ჟესტი გასაგებია და მხოლოდ მადლობა მინდა ვუთხრა, თუმცა ამ ვითარებაში არ მგონია, რომ კონსოლიდაციის პროცესის დაწყება საახალწლო მიღებით არის სწორი ფორმა. მე, პერსონალურად ძალიან გამიჭირდება იქ ვითამაშო, რომ საახალწლო მიღების გარემოა ქვეყანაში, ეს ერთი. მეორე - არავითარ შემთხვევაში არ მინდა, ქალბატონმა სალომემ ჩათვალოს, რომ ეს არის კარის დახურვა მთლიანად პროცესზე. პირიქით, მე სულმოუთქმელად ველოდები, როცა ის შეხლებს შეხვედრას, სადაც ჩვენ პოლარიზაციის დაძლევის შინაარსზე შევძლებთ საუბარს. ამიტომ, მადლობის პარალელურად ვერ მოვიტყუები და ვერ წავალ იქ, თუმცა ველოდები ამ პროცესის დასაწყისს, - აცხადებს ხოშტარია.

დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
კახა ოქრიაშვილი რესპუბლიკურ საავადმყოფოზე - ეს არის ერთადერთი სახელმწიფოებრივი მიდგომა ამ საკითხთან დაკავშირებით
„ვოლტის“ სათავო ოფისი ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს
„თეთრი კვადრატი“ საბურთალოზე 2 ახალ პროექტს იწყებს
განაახლე შენი გარდერობი Cashback-სა და VISA-სთან ერთად
„სმარტმა“ ბათუმში 35-ე სუპერმარკეტი გახსნა
კომპანია „ვილა-ოქროყანა“ განცხადებას ავრცელებს