სალომე სამადაშვილი კობა გვენეტაძეს - ბოლო 25 წლის მანძილზე ქვეყანაში რეკორდულ ინფლაციას რომ მიაღწევ, იმ განცხადების გარდა, რომ პოსტიდან მიდიხართ, რაიმე სხვას უნდა გვეუბნებოდეთ?!

ბოლო 25 წლის მანძილზე ქვეყანაში რეკორდულ ინფლაციას რომ მიაღწევ, იმ განცხადების გარდა, რომ პოსტიდან მიდიხართ, რაიმე სხვას უნდა გვეუბნებოდეთ?! - აღნიშნული კითხვით ოპოზიციონერმა დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტს კობა გვენეტაძეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მიმართა.

როგორც სამადაშვილმა განაცხადა, ერთადერთი აქტუალური კითხვა, რაც პარლამენტში ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მიმართ შეიძლება ჰქონდეთ, არის ის, თუ როდის აპირებს თანამდებობიდან გადადგომას.

“სამწუხაროდ, დღეს ბადრი ჯაფარიძე პარლამენტის სხდომას ვერ ესწრება, მათ შორის თქვენი არც თუ მცირე წვლილის შედეგად. ის იძულებულია სასამართლოს სხდომას ესწრებოდეს, რომელიც მისი და მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ მიმდინარეობს. ამ საქმეში სრულიად უპრეცედენტოა თქვენი როლი, როდესაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტი პირდაპირ პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტი გახდა. ამიტომ, ბატონი ბადრის ნაცვლად მე გისვამთ კითხვას, როდის აპირებთ გადადგომას?“ - მიმართა სალომე სამადაშვილმა კობა გვენეტაძეს.

პარლამენტი, პლენარული სხდომის ფორმატში, 2022-2024 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტს იხილავს, რომლიც დეპუტატებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ წარუდგინა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა