ნათია თურნავა - ვიმედოვნებ, რომ „მინისტრის საათის“ დღევანდელ ფორმატში შედგება კონსტრუქციული, თუნდაც კრიტიკული მსჯელობა, როგორც გავაუმჯობესოთ ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა

ძალიან კარგად ვხედავთ პრობლემებს, ძალიან კარგად ვხედავთ, თუ რა მიმართულებით გვექნება სამუშაო მომავალ პერიოდში და იმედი მაქვს, რომ დღეს კონსტრუქციული, თუნდაც კრიტიკული მსჯელობა შედგება”, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ პარლამენტში დღეს დაგეგმილი „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლის წინ აღნიშნა.

თურნავას განცხადებით, „მინისტრის საათის“ ფარგლებში მისი მოსმენისას მსჯელობა ეკონომიკური პოლიტიკის გაუმჯობესებისა და უფრო მეტად ეფექტიანად გახდომისკენ იქნება მიმართული.

„მინდა ვთქვა, რომ დღეს გარკვეულწილად უპირატეს მდგომარეობაში ვარ ბევრ ჩემს კოლეგასთან შედარებით, რადგან წლის ბოლოს მომიწია პარლამენტის წინაშე გამოსვლა და ეს ერთგვარი ანგარიში და წლის შეჯამება იქნება. თუმცა, იმის მიუხედავად, რომ საკმაოდ კარგი მიღწევები გვაქვს - მაღალი ეკონომიკური გამოცოცხლება და აღდგენა, ექსპორტის ზრდა და ა.შ. ძირითადი აქცენტი, მინდა, პრობლემებზე გავაკეთო, რადგან არცერთი მიღწევა, როგორი კარგიც არ უნდა იყოს ის, ნამდვილად არ გვაძლევს თვითკმაყოფილების საფუძველს“, - განაცხადა თურნავამ.

მისივე თქმით, პარლამენტის წინაშე 2021 წელს ეკონომიკაში არსებულ ძირითად შედეგებზე ისაუბრებს. მისვე თქმით, გამოსვლისას დრო იმ მძიმე პრობლემებზე საუბარსაც დაეთმობა, რომლებიც პანდემიამ მოიტანა და რაც ყველაზე მეტად აწუხებს მოსახლეობას, მათ შორის, ფასების ზრდა და ინფლაცია, სიღარიბესთან ბრძოლის აუცილებლობა, მეტი დასაქმება.

ნათია თურნავას ინფორმაციით, ზემოთჩამოთვლილი პრობლემების მოგვარების მიზნით მის უწყებას საინტერესო გეგმები, პროექტები და პროგრამები აქვს, რომლებიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით ხორციელდება და რომლებიც ახლო მომავალში ქვეყანაში ახალ სამუშაო ადგილებს შექმნის. ამასთან, ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, მთავრობის ეკონომიკურ გუნდში არსებობს იმის მყარი ხედვა და მოლოდინი, რომ ინფლაცია, ფასების ზრდა როგორც მოკლევადიან პერიოდში, ასევე ერთი წლის განმავლობაში დავა იმ მიზნობრივ ნიშნულამდე, რაც მას მთელი წინა პერიოდის განმავლობაში ახასიათებდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა