კობა გვენეტაძე - ვისაც ახლა სესხის პროცენტი გაეზარდათ, როგორც კი გადაივლის ეს ფაქტორები, რეფინანსირების საპროცენტო განაკვეთი შემცირდება და მათი საპროცენტო განაკვეთიც შემცირდება

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის განცხადებით, რეფინანსირების განაკვეთი შესაძლოა, შემცირდეს. ამის შესახებ გვენეტაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

როგორც მან განმარტა, რეფინანსირების განაკვეთმა გარემო პირობების გათვალისწინებით მოიმატა, თუმცა, შესაძლებელია მისი შემცირება ამ ფაქტორების გადავლის შემდეგ.

„მაშინ, როდესაც გარემო-პირობები მოითხოვს გამკაცრებას, აუცილებელია გამკაცრდეს [რეფინანსირების განაკვეთი], თორემ თუ არ გამკაცრდა, შეიძლება მომავალში კიდევ უფრო მეტი გამკაცრება იყოს საჭირო. დროული გამკაცრების შემდეგ ასევე დროულად მოხდება საპროცენტო განაკვეთის შემცირება და საბოლოოდ, თუ მთლიანად შევხედავთ, აქ ოპტიმალური შედეგი უნდა დადგეს ისევ და ისევ იმ გარემოებებიდან, რომელიც არსებობს. ვისაც ახლა სესხის პროცენტი გაეზარდათ, როგორც კი გადაივლის ეს ფაქტორები, რეფინანსირების საპროცენტო განაკვეთი შემცირდება და მათი საპროცენტო განაკვეთიც შემცირდება. ამასთან, როდესაც სესხები ლარშია აღებული აღარ მოქმედებს ე.წ. ვალუტის კურსის გაუფასურების ეფექტი“, - განაცხადა გვენეტაძემ.

დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
კახა ოქრიაშვილი რესპუბლიკურ საავადმყოფოზე - ეს არის ერთადერთი სახელმწიფოებრივი მიდგომა ამ საკითხთან დაკავშირებით
„ვოლტის“ სათავო ოფისი ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს
„თეთრი კვადრატი“ საბურთალოზე 2 ახალ პროექტს იწყებს
განაახლე შენი გარდერობი Cashback-სა და VISA-სთან ერთად
„სმარტმა“ ბათუმში 35-ე სუპერმარკეტი გახსნა
კომპანია „ვილა-ოქროყანა“ განცხადებას ავრცელებს