კობა გვენეტაძე - ნებისმიერი მიუკერძოებელი ფინანსური ორგანიზაციის შეფასებით, დოლარიზაციის ჯერ კიდევ მაღალი დონე არის ყველაზე დიდი მოწყვლადობა, რაც საქართველოს ეკონომიკას და ფინანსურ სისტემას აქვს

ნებისმიერი მიუკერძოებელი ფინანსური ორგანიზაციის შეფასებით, დოლარიზაციის ჯერ კიდევ მაღალი დონე არის ყველაზე დიდი მოწყვლადობა, რაც საქართველოს ეკონომიკას და საქართველოს ფინანსურ სისტემას აქვს, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი განმარტებით, აუცილებელი და მნიშვნელოვანია, რომ ეს დოლარიზაცია შემცირდეს.

"ნამდვილად არის კარგი შედეგები. მაგალითად, თუ 2015 წელს, როდესაც ლარის გაუფასურება მოხდა, ამას თავის მიზეზები ჰქონდა, 176 ათას ფიზიკურ პირს ჰქონდა აღებული უცხოურ ვალუტაში სესხი, მათ ვეღარ შეძლეს ამ სესხის მომსახურება და ისინი ძალიან რთულ სიტუაციაში ჩავარდნენ. გატარებული ღონისძიებების შედეგად, დღეს ასეთი მსესხებლები დაახლოებით 75 ათასი არიან. ისინი დღეს უკვე აღარ არიან რთულ სიტუაციაში, ყოველ შემთხვევაში, ამ სიტუაციას გაცილებით რთულად გადაიტანდნენ. აქედან გამომდინარე, ეს არის შეუქცევადი პროცესი. ვერ დავსახავთ გარკვეულ დროს, რადგან სიტუაციას უნდა შევხედოთ. მიზანი არ არის, რომ მაგალითად, 0%-მდე შემცირდეს დოლარიზაცია. ვფიქრობთ, დღევანდელი გადმოსახედიდან 20-25%-მდე თუ შემცირდება, ეს მნიშვნელოვანი მონაპოვარი იქნება და კარგად დაიცავს ფინანსურ სისტემას სხვადასხვა რისკებისგან“,-განაცხადა გვენეტაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა