ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ლარის გამყარების მიზეზებს განმარტავს

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ლარის გამყარების მიზეზებს განმარტავს.

გვენეტაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ეროვნული ვალუტის გამყარების რამდენიმე მიზეზი დაასახელა და აღნიშნა, რომ მოკლევადიან პერიოდში ლარის კურსის რყევა შესაძლოა, კიდევ დაფიქსირდეს.

„თურქეთში როდესაც ლირის გაუფასურება ხდებოდა, ეს იმპორტის განხრით, რადგანაც ქართული ლარისთვის იაფდებოდა თურქული იმპორტი, ქმნიდა დაწლას და ხდებოდა უფრო მეტი პროდუქტის შემოტანა. ეს ხდებოდა მანამდე, სანამ ინფლაცია თურქეთში არ გაიზრდებოდა ისე, რომ ეს უპირატესობა თურქულ ლირას დაეკარგა. მაგრამ მას შემდეგ, რაც მასიურად გრძელდება თურქული ლირის გაუფასურება, გავლენა გაცილებით ნაკლებია. ამასთან, მოგეხსენებათ, რომ გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკაც დადებითად მოქმედებს [ლარის კურსის გამყარებაზე]. ასევე, მესამედით არის აღდგენილი ტურისტული შემოსავლები. გარდა ამისა, გავაკეთეთ საკმაოდ დიდი ინტერვენციები და ესეც მოქმედებს.

ფუნდამენტური ფაქტორების გაუმჯობესებიდან გამომდინარეა, რომ ლარი მაისიდან დაწყებული, სტაბილურობას ინარჩუნებს. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ასევე არის სწორი მაკროეკონომიკური პოლიტიკა, რაც სხვა შემთხვევაში შეუძლებელი იქნება. თუმცა, ყოველთვის შეიძლება არსებობდეს რაღაც მიზეზები, რაც დისონანსს შეიტანენ ამაში. მოკლევადიან პერიოდში შესაძლებელია იყოს [ლარის კურსის] რყევები, მაგრამ საშუალო და გრძელვადიან პერიოდში მცურავი გაცვლითი კურსი ყველაზე კარგად უზრუნველყოფს გაცვლითი კურსის სტაბილურობას“, - განაცხადა გვენეტაძემ.

დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
კახა ოქრიაშვილი რესპუბლიკურ საავადმყოფოზე - ეს არის ერთადერთი სახელმწიფოებრივი მიდგომა ამ საკითხთან დაკავშირებით
„ვოლტის“ სათავო ოფისი ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს
„თეთრი კვადრატი“ საბურთალოზე 2 ახალ პროექტს იწყებს
განაახლე შენი გარდერობი Cashback-სა და VISA-სთან ერთად
„სმარტმა“ ბათუმში 35-ე სუპერმარკეტი გახსნა
კომპანია „ვილა-ოქროყანა“ განცხადებას ავრცელებს