ალექსანდრე რაქვიაშვილის განცხადებით, კომუნისტები ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მსგავსად ხსნიდნენ ფასების ზრდის მიზეზებს

კომუნისტები ამბობდნენ, რომ პროდუქტის ფასი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენი დანახარჯი აქვს. თქვენ ეს თქვით და მგონი სირცხვილი უნდა იყოს ჩვენს ქვეყანაში რომ კომუნისტი გვყავს ეროვნული ბანკის პრეზიდენტად, - ასე მიმართა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „გირჩის“ დეპუტატმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, კობა გვენეტაძეს.

რაქვიაშვილის თქმით, კომუნისტები ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მსგავსად ხსნიდნენ ფასების ზრდის მიზეზებს.

„უმრავლესობას და ბატონ კობას მინდა მოგილოცოთ, რომ სრული, ამომწურავი, გასაგები, ადამიანურ ენაზე ჩამოყალიბებული პასუხები მიიღეთ. როცა ამომრჩეველი ჰკითხავთ, რატომ გაძვირდა ცხოვრება, გთხოვთ, ბატონ კობას ახსნები ჩაურთოთ და უფალი იყოს თქვენი შემწე.

ბატონო კობა, თქვენ აქ ხან „გირჩის“ პრინციპით აჯგუფებთ კითხვებთ, ხან ლიბერტარიანული, ვენის და ავსტრიული სკოლის და სხვადასხვა ასეთი დაჯგუფების მოყვარული ხართ. მე შეგატყობინებთ, რომ თქვენ კომუნისტი ყოფილხართ. მხოლოდ კომუნისტი ახსნის ფასებს დანახარჯებით“, - განაცხადა რაქვიაშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს