პროკურორის განცხადებით, ბადრი ჯაფარიძის, მამუკა ხაზარაძისა და ავთანდილ წერეთლის ადვოკატების მიერ წარმოთქმული დასკვნითი სიტყვა საბოლოო გადაწყვეტილებაზე გავლენას ვერ მოახდენს

ე.წ. ფულის გათეთრების საქმის პროკურორის არჩილ ტყელშელაშვილის განმარტებით, ბადრი ჯაფარიძის, მამუკა ხაზარაძისა და ავთანდილ წერეთლის ადვოკატების მიერ წარმოთქმული დასკვნითი სიტყვა საბოლოო გადაწყვეტილებაზე გავლენას ვერ მოახდენს.

როგორც ტყეშელაშვილმა განმარტა, ადვოკატების დასკვნითი სიტყვა ბრალდებულების ჩვენებას ეფუძნებოდა.

"დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა, რომელიც წინააღმდეგობაში მოდიოდა საქმეში არსებულ მტკიცებულებებთან, მათ თავიანთი დასკვნითი სიტყვა დააფუძნეს მხოლოდ ბრალდებულების ჩვენებებს. როგორც წინა პროცესზე აღვნიშნეთ, ბრალდებულების ჩვენებებიც წინააღმდეგობრივი იყო, არასწორ ინფორმაციას შეიცავდა, შესაბამისად, ვფიქრობთ, ეს დასკვნითი სიტყვა ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს საქმის შემაჯამებელ გადაწყვეტილებაზე, ანუ შედეგზე. რაც შეეხება ჩვენს პოზიციას, ჩვენ სასამართლოზე წარვადგინეთ უტყუარი და დამაჯერებელი მტკიცებულებათა ერთობლიობა, ჩვენი დასკვნითი სიტყვაც მტკიცებულებებს ეფუძნებოდა, შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ საბოლოოდ გადაწყვეტილება გამამტყუნებელი განაჩენის სახით უნდა იყოს. მათი დასკვნითი სიტყვა წინააღმდეგობრივი იყო, მათ გონიათ, რომ ის მტკიცებულებები, რაც ბრალდების მხარემ წარვადგინეთ, მათი სასარგებლო იყო, რა თქმა უნდა, ისინი ცდებიან.

რაც შეეხება პროცესის გადადებას, საკმაოდ ვრცელი სიტყვა წარმოთქვა დაცვის მხარემ, ძალიან ბევრი წინააღმდეგობა იყო ამ სიტყვაში, შესაბამისად, ჩვენ დრო დაგვჭირდება, რათა ეს წინააღმდეგობები აშკარად და ცხადად წარმოვაჩინოთ და სასამართლო დავარწმუნოთ.

"ფულის გათეთრება" თავდაპირველად იმაში გამოიხატა, რომ ამას პრედიკატური დანაშაული ჰქონდა, ეს იყო თაღლითობა, ბრალდებულებმა თაღლითურად მიისაკუთრეს ბანკის კუთვნილი 17 მლნ ამერიკული დოლარი და შემდეგ მოახდინეს გათეთრება, ანუ კანონიერი სახის მიცემა, კანონიერი სახის მიცემა გამოიხატა არაერთ ტრანზაქციაში, კონვერტაციებში, დანაწევრებაში და საზღვარგარეთის ქვეყნებში გადარიცხვაში",- განაცხადა ტყეშელაშვილმა.

ცნობისთვის, მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის სასამართლო პროცესი 11 იანვრამდე გადაიდო.

გიორგი კუნაძე - რუსეთის რეჟიმის  კრახი გარდაუვალია, დღეს უკვე ცხადად ჩანს, რომ ეს მხოლოდ დროის საკითხია
ქართული პრესის მიმოხილვა 08.08.2022
ტექინსპექტირების ცენტრების კავშირის თავმჯდომარე - ტექინსპექტირების გაუვლელობისთვის ჯარიმები ძვირდება - პირველადი ჯარიმა 50 ლარი დარჩება, ყოველი შემდგომი დაჯარიმებისთვის კი თანხა გაიზრდება
საქართველოში „ვებსტერის უნივერსიტეტის“ უცხოელი პროფესორების ვინაობა ცნობილია
BTU მსოფლიოს წამყვან კიბერუსაფრთხოების ორგანიზაციასთან თანამშრომლობას იწყებს
Fitch-მა "ლიბერთის" საკრედიტო რეიტინგის მოლოდინი "სტაბილურად" შეაფასა
„მოასწარი ზაფხული“ - ლიბერთის ახალი აქცია სამომხმარებლო სესხებზე დაიწყო