თეონა აქუბარდია ეროვნული ბანკის პრეზიდენტს - რა პასუხი გაქვთ იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც სესხები ყოველთვიურად უძვირდებათ, როგორ იმართლებთ თავს?!

რა პასუხი გექნებათ თითოეული იმ ადამიანისთვის, რომლებსაც ყოველთვიურად უძვირდებათ სესხები?! - ასე მიმართა "სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთმა ლიდერმა, თეონა აქუბარდიამ საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, კობა გვენეტაძეს.

აქუბარდიას თქმით, ბოლო პერიოდში მოსახლეობის მხრიდან სესხებზე მოთხოვნა

საკმაოდ გაიზარდა, თუმცა სამწუხაროდ, მათ სესხის პროცენტი მუდმივად ეზრდებათ.

მისივე შეფასებით, ამ პრობლემის მოსაგვარებლად ეროვნული ბანკი არაფერს აკეთებს.

"ძალიან ბევრმა მოქალაქემ შეიძლება არ იცოდეს, რას აკეთებს ეროვნული ბანკი. თუმცა, ბევრმა ეროვნული ბანკი იცის იმით, რომ წელიწადში სესხები რამდენჯერმე უძვირდებათ. ჩვენი მოქალაქეების უმრავლესობას აქვს სესხი, რომელზეც თქვენ ყოველწლიურად, წელიწადში რამდენჯერმე ზრდით რეფინანსირების განაკვეთს, ამას ემატება ინფლაცია, რომელიც მნიშვნელოვანი გამოწვევაა და საბოლოოდ, მოსახლეობის უმრავლესობა მძიმე მდგომარეობაში ვარდება. რამდენადაც ვიცი, რეფინანსირების ზრდის მოტივი სესხებზე მოთხოვნის შემცირებაა, თუმცა თქვენი მონაცემები ამბობს, რომ სესხებზე მოთხოვნა არ მცირდება, არამედ იზრდება. ასევე ძვირდება ბიზნეს სესხები, რომელიც მდგომარეობას დამატებით აუარესებს. რა პასუხი გექნებოდათ თითოეული იმ ადამიანისთვის, რომლებსაც ყოველთვიურად უძვირდებათ სესხები, ინფლაციიდან გამომდინარე, რეფინანსირების განაკვეთის კუთხით რას ეტყვით?! მგონი, ამასთან მიმართებით პასუხისმგებლობას უნდა გრძნობდეთ, როდესაც ბოლო წლის მანძილზე, 2019-ში თუ 6,5% იყო, ახლა 10,5%-ზე იმყოფება და ყველა მძიმე მდგომარეობაშია ამ გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე. რა პასუხი გაქვთ იმაზე, რომ როდესაც გადაწყვეტილება მიიღეთ დოლარში სესხების 15-დან 10 წლამდე შემცირების თაობაზე და რეალურად, სხვაობა დოლარის კურსის ლართან მიმართებით არ არის ის, რაც ამხელა პროცენტულ განსხვავებას იძლევა, როდესაც დოლარში სესხი 7%-ია და ლარში 14%-მდე. ამასთან დაკავშირებით გრძნობთ თუ არა პასუხისმგებლობას?! როგორ იმართლებთ თავს ჩვენი მოსახლეობის მიმართ?!" - მიმართა თეონა აქუბარდიამ კობა გვენეტაძეს.

ინფორმაციას "სტრატეგია აღმაშენებლის" პრესსამსახური ავრცელებს.

გურამ იმნაძე - ქვეყანას სხვა ტიპის ნარკოპოლიტიკა სჭირდება - მხოლოდ დასჯა, მხოლოდ საპოლიციო მიდგომები ცალსახად არასაკმარისია ამ პრობლემასთან საბრძოლველად
ირაკლი მელაშვილი  -  თუ ოპოზიციამ ასე გააგრძელა, 2024 წლის არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში შეიძლება უფრო მეტი მანდატი მიიღოს, ვიდრე ახლა აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2023
წინანდლის მამული Grand Jury Du Vin-ის ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
ვანო ჩხარტიშვილი - მამუკა ხაზარაძისა  და ბადრი ჯაფარიძის მიმართ, რომლებიც „ლელოს“  უნიჭო კამპანიის უკან დგანან, ჩვენი მხრიდან სამართლებრივი რეაგირება იქნება
„დანკინის“ ბარისტათა საერთაშორისო კონკურსზე საუკეთესო ყავის მომზადებისთვის ქართველი ბარისტა დააჯილდოვეს
კომპანია „ავერსი“ ფარმაცევტებს პროფესიულ დღეს ელოცავს