დავით სონღულაშვილი კობა გვენეტაძეს - დედოლარიზაციის არასწორმა პოლიტიკამ გამოიწვია ლარის ნდობის შერყევა, რამაც გამოიწვია ის მოლოდინები, რაც ინფლაციურ პროცესებს ახლავს, ამ პროცესებზე ვინ არის პასუხისმგებელი?

23 კვარტალია, რაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ბრძანდებით, 16 კვარტალია, როდესაც ინფლაცია და ტარგეტირებული ინფლაცია ასცდა ერთმანეთს. ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს არის პოლიტიკის ბრალი? ხომ არ ფიქრობთ, რომ ამ ინფლაციის სახით ჩვენი მოსახლეობა იხდის თუნდაც, დედოლარიზაციის პოლიტიკის საფასურს და ხომ არ გაღარიბდა ამის შედეგად ჩვენი მოსახლეობა?- ასე მიმართა უმრავლესობის წევრმა დავით სონღულაშვილმა პლენარულ სხდომაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტს კობა გვენეტაძეს.

როგორც დავით სონღულაშვილმა აღნიშნა, მთავრობის მისამართით გადმოდის ისრები, თითქოს დეფიციტის გამო არის ზეწოლა, თუმცა, როგორც მან აღნიშნა, დედოლარიზაციის არასწორმა პოლიტიკამ გამოიწვია ლარის ნდობის შერყევა და საბოლოოდ, ამან გამოიწვია ზუსტად ის მოლოდინები, რაც ინფლაციურ პროცესებს ახლავს თან.

"ერთი შეხედვით, არ ჩანს მასეო, ასე თქვით და 23 კვარტლიდან 16 რომ ვერ დაემთხვა ეგ არის ფაქტი. აგრეთვე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მთავრობისკენ გადმოდის თითქოსდა ისრები, რომ დეფიციტის გამო არის ზეწოლა, ამ დროს, მე ვფიქრობ, რომ დედოლარიზაციის პოლიტიკის გამო და ბევრი ლარის ემისიის გამო აწვება ინფლაცია. იმდენად შეირყა ნდობა ლარის მიმართ, რომ 10% სხვაობა იყო ლარის და დოლარის დეპოზიტებს შორის და მაინც დოლარში იზრდებოდა დეპოზიტები. ხომ არ ფიქრობთ რომ ამ ყველაფერმა, დედოლარიზაციის არასწორმა პოლიტიკამ გამოიწვია ლარის მიმართ ნდობის შერყევა, ამან გამოიწვია ზუსტად ის მოლოდინები, რაც ინფლაციურ პროცესებს ახლავს თან. ამ პროცესებზე ჯამში ვინ არის პასუხისმგებელი ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. საბოლოოდ მივდივართ იქითკენ, რომ მოსახლეობას უწევს ინფლაციით დედოლარიზაციის გადასახადის გადახდა. ჯამში, ეს ყველაფერი ლარისა და ეროვნული ბანკის ნდობის შერყევას იწვევს და საბოლოოდ მივიღეთ ყველაზე ცუდი კომბინაცია. გვაქვს მაღალი ინფლაცია, მაღალი რეფინანსირების განაკვეთი და ეს ყველაფერი ეკონომიკას აჩერებს", - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა