„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა’’ საქველმოქმედო ღონისძიება გამართა

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა’’ მულტიფუნქციურ სივრცეში, „რესპუბლიკა ივენთ-ჰოლში” კიდევ ერთი საქველმოქმედო ღონისძიება გამართა.

ამის შესახებ ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძე, დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ვეტერანთა თანადგომისთვის, მათი ჯანმრთელობისთვის გაწეული ძალისხმევისთვის, „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდს“ და მის მესვეურებს მადლობა გადაუხადა.

„ჩვენ გვინდა ერთად დგომა, ჩვენ გვინდა ერთმანეთის შეგრძნება იმიტომ, რომ სანამ ჩვენ ვართ, ამ ქვეყანას შეგრძნება ექნება, რომ მასზე ზრუნავენ. მინდა, პირველ რიგში, გავიხადოთ დევიზად სიტყვები - ვიზრუნოთ მათზე, ვინც ზრუნავდა ჩვენზე”, - განაცხადა კობა კობალაძემ.

ცნობისთვის, „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდი” „სილქნეტმა“ 2018 წელს დააფუძნა და იგი სხვადასხვა საომარ მოქმედებებსა და საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში დაჭრილ და დაშავებულ ქართველ სამხედრო მოსამსახურეებსა და ომის ვეტერანებს დახმარებას უწევს.

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდი“ ურთიერთობას ამყარებს უცხოურ პარტნიორებთანაც, რომლებიც მსგავს ქველმოქმედებას ეწევიან. ფონდმა, დაარსების დღიდან დაისახა ქვეყნის წინაშე ამ დამსახურებულ ადამიანებზე ზრუნვა და მათი ღირსეული ყოფის უზრუნველყოფა. დამფუძნებლების მიზანია, ამ მნიშვნელოვან საქმეში შემოიერთოს ბიზნესი და საზოგადოება. შედეგად, ფონდის დაარსებიდან დღემდე, „სილქნეტის“ ყოველწლიური ფულადი შენატანითა და საერთო ძალისხმევით, მილიონ ლარზე მეტი თანხის მობილიზება გახდა შესაძლებელი. ამ თანხით, ფონდმა, ასობით დაჭრილ ვეტერანსა და სამხედრო მოსამსახურეს აღმოუჩინა მხარდაჭერა ჯანმრთელობის, ადაპტაციისა და პროფესიული გადამზადების კუთხით.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე წელს ფონდმა ფინანსური თანადგომა 47 ვეტერანს გაუწია. მათი ჯანმრთელობის გაუმჯობესებასა და რეაბილიტაციისთვის, ფონდმა, 303 503 ლარი გამოყო. დაარსებიდან დღემდე, კი, ფონდის ძალისხმევით, თანადგომა 123 ვეტერანს გაეწია, რისთვისაც, ჯამში, ფონდის მესვეურებმა 700 000-მდე ლარი გაიღეს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს