ნიკოლოზ ვაშაკიძე - ევროკავშირი განაგრძობს პარტნიორი ქვეყნების განვითარების მხარდაჭერას ყველა მიმართულებით, მაგრამ მათი გაწევრიანების თემას პრაქტიკულად გვერდს უვლის

პარტია „ევროპელი დემოკრატების“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ვაშაკიძის განცხადებით, საქართველოში შექმნილი პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, ძნელია დიდი იმედები გვქონდეს, იმ მხრივ, რომ უახლოეს მომავალში საქართველოს თანამშრომლობა ევროკავშირთან დემოკრატიის განვითარების კუთხით ინტენსიური და ნაყოფიერი იქნება. ეს არსებული ხელისუფლების ინტერესებში არ შედის. ამის შესახებ ნიკოლოზ ვაშაკიძემ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის შეფასებისას განაცხადა.

„აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი ამ ინიციატივის არც თუ კარგ მდგომარეობაში ყოფნის დროს გაიმართა. ბელარუსს საერთოდ შეჩერებული აქვს მონაწილეობა ინიციატივაში, აზერბაიჯანს და სომხეთს სხვადასხვა მიზეზის გამო პარტნიორობის მასშტაბები თავადვე აქვთ შეზღუდული. არ არის სახარბიელო მდგომარეობა ე.წ. "ასოცირების ტრიოს" ფარგლებშიც. უკრაინა პრაქტიკულად საომარ მდგომარეობაში იმყოფება რუსეთთან, ამავე დროს, ეკონომიკური, ანტიკორუფციული და დემოკრატიული რეფორმები ამ ქვეყანაში ჯერჯერობით წარმატებით ვერ მიმდინარეობს. საქართველომ ბოლო ორ არჩევნებთან დაკავშირებულ პერიპეტიებში და შარლ მიშელის გეგმის ჩაგდებით დიდი ნაბიჯი გადადგა უკან დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისით. შედარებით უკეთ გამოიყურება მოლდოვა, მაგრამ ეს მხოლოდ ინიციატივის მონაწილე დანარჩენი პარტნიორების ფონზე", - აცხადებს ვაშაძე.

ნიკოლოზ ვაშაკიძის თქმით, არსებული მდგომარეობა აისახა სამიტის შედეგებზე.

„ევროკავშირი განაგრძობს პარტნიორი ქვეყნების განვითარების მხარდაჭერას ყველა მიმართულებით, მაგრამ მათი მხრიდან დიდ პროგრესს არ აღნიშნავს და გაწევრიანების თემას პრაქტიკულად გვერდს უვლის. სამწუხაროა, ასევე ის, რომ ევროკავშირმა არ ჩათვალა საჭიროდ მკვეთრად გაესვა ხაზი რუსეთის ნეგატიური პოლიტიკისთვის ინიციატივის მონაწილე პარტნიორი სახელმწიფოების მიმართ. ეს თემა ძირითადად უფრო ირიბად და ზოგადი ფრაზებით არის ასახული.

საქართველოს სიტუაციას აღმოსავლური პარტნიორობის ინიციატივის კონტექსტში საღად და პრაგმატულად თუ შევხედავთ, უნდა ვთქვათ შემდეგი: ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, ძნელია დიდი იმედები გვქონდეს იმისა, რომ უახლოეს მომავალში ჩვენი ქვეყნის თანამშრომლობა ევროკავშირთან დემოკრატიის განვითარების კუთხით ინტენსიური და ნაყოფიერი იქნება. ეს არსებული ხელისუფლების ინტერესებში არ შედის. ამიტომ, უპრიანი იქნება ეს პერიოდი მაქსიმალურად იქნეს გამოყენებული სავაჭრო-- ეკონომიკური მიმართულების მაქსიმალური განვითარების კუთხით, პირველ რიგში, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებისა და საქართველოში ბიზნესის განვითარება-ხელშეწყობის ევროკავშირის პროგრამების მეშვეობით. ევროკავშირის მხრიდან ამისათვის მზადყოფნა მკაფიოდ არის გამოხატული დეკლარაციაში“, - აცხადებს ნიკოლოზ ვაშაკიძე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა