ნათია თურნავა - სიღარიბის დაძლევისა და დასაქმების კონტექსტში ძალიან მნიშვნელოვანია პრემიერ- მინისტრის ახალი ინიციატივა შრომისუნარიანი სოციალურად დაუცველი ადამიანების დასაქმების თაობაზე

ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის მთავარი მიმართულებები სიღარიბესთან ბრძოლის კუთხით პირველ რიგში, ეკონომიკის სწრაფი აღდგენის ხელშეწყობა და მეტი დასაქმების უზრუნველყოფაა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, სიღარიბის დაძლევისა და დასაქმების კონტექსტში ძალიან მნიშვნელოვანია პრემიერ - მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ახალი ინიციატივა შრომისუნარიანი სოციალურად დაუცველი ადამიანების საჯარო სამუშაოებზე დასაქმების თაობაზე.

„ეს არის პროექტი, რომელიც ეფუძნება ევროპული ქვეყნების, მათ შორის, პოლონეთის, ჩეხეთის, ბულგარეთის, უნგრეთის წარმატებულ გამოცდილებას და დადებით მოტივაციას გაუჩენს სოციალურად დაუცველ, შრომისუნარიან ადამიანებს, რათა იმუშაონ და სოციალური შემწეობის გარდა, მასთან ერთად, შრომის ანაზღაურებაც მიიღონ“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა