არმაზ ახვლედიანი თურნავას - დავუშვათ, ხაზარაძემ თავი ვერ გაართვა, ამ ხნის განმავლობაში, რატომ არის გაყინული ანაკლიის პროექტი?

ქალბატონო ნათია, ძალიანაც რომ მინდოდეს, მე თქვენ მადლობას ვერაფრით ვერ გადაგიხდით. ეს სახელმწიფოა თუ ბაბუამ დატოვა შთამომავლობით, შეგიძლიათ ამიხსნათ?, - ასე მიმართა პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა არმაზ ახვლედიანმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ნათია თურნავას პლენარულ სხდომაზე და ჰკითხა ვინ არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ ბახმაროსა და გომის მთაზე სახელმწიფო მიწები მიტაცებულია.

ამასთანავე, ახვლედიანი ანაკლისიის პროექტითაც დაინტერესდა და აღნიშნა, რომ თუ ხელისუფლებას ესმის ამ პროექტის ეკონომიკური და გეოპოლიტიკური მდგენელი, რატომ არის ის ამ დრომდე შეჩერებული.

„იცით რატომ ვერ გადაგიხდით ამ მადლობას?! იმიტომ, რომ თქვენ მე ვერ გამეცით პასუხი კითხვაზე, ვერც თქვენ, ვერც თქვენი უწყების ვერც ერთმა წარმომადგენელმა, რატომაა, რომ სახელმწიფო ქონება, რომელიც თქვენს სამინისტროს აქვს მართვაში, სახელმწიფო მიწა ბახმაროსა და გომის მთაზე არის მიტაცებული. ასობით მიწის ნაკვეთი არის მიტაცებული. თქვენ გაქვთ პასუხი ამ კითხვაზე? მე არ ვიცნობ ამ ადამიანს და მინდა გკითხოთ, თქვენს გვერდით თუ არის ქონების სააგენტოს ხელმძღვანელი, იქნება ხელი ასწიოს და დამენახოს მაქედან მაინც, თუ არა, მითხარით, რა პასუხისმგებლობაა ეს? ეს სახელმწიფოა თუ ბაბუამ დატოვა ეს შთამომავლობით, შეგიძლიათ ამიხსნათ? გომის მთაზე და ბახმაროში რაც ხდება, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული და ეს არის პირდაპირ თქვენი უწყების დანაშაული, უპირველესად და თქვენი როგორც მინისტრის.

რაც შეეხება ანაკლიას, დავუშვათ, რომ ხაზარაძემ თავი ვერ გაართვა და არ ვარგა - ეს თქვენი პოზიციაა, ამ ხნის განმავლობაში, რატომ არის გაყინული ეს პროექტი? ეს შეგიძლიათ ამიხსნათ? თქვენ ხომ იაზრებთ ამ საქმის ეკონომიკურ და გეოპოლიტიკურ შემადგენელს. ამის შემდეგ თუ მოიძებნება დარბაზში, ვინც თქვენ მადლობას გეტყვით, კი მაინტერესებს, რომ შევხედო“, - განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა