მიხეილ სარჯველაძე ნათია თურნავას - „ევროსპორტზე“  წამყვანმა თქვა, საქართველოში „მთის კურორტების განვითარების სააგენტომ“ ფანტასტიკური საქმე ჩაატარაო - ამისთვის გავბედავ და მადლობას გეტყვით

„ევროსპორტზე“ ერთ-ერთ სპორტულ ღონისძიებას თვალს ვადევნებდი და უცხოელმა წამყვანმა თქვა, რომ საქართველოში „მთის კურორტების განვითარების სააგენტომ“ ფანტასტიკური საქმე ჩაატარაო, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, მიხეილ სარჯველაძემ საქართველოს პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ეკონომიკის მინისტრს, ნათია თურნავას, „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ.

სარჯველაძემ ამის გამო მადლობა გადაუხადა თურნავას და აღნიშნა, რომ მაშინ, სიამაყის განცდა დაეუფლა.

„ამისთვის გავბედავ და გეტყვით მადლობას არამხოლოდ თქვენ, არამედ სამინისტროს ყველა წარმომადგენელს და ყველა იმ ადამიანს, ვინც იმ საქმეში თუნდაც წვლილი შეიტანა. გეტყვით ასევე მადლობას იმისთვის, რომ გვითანამშრომლია მეწარმეთა შესახებ კანონის ახალ პროექტზე ან კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების და რეაბილიტაციის შესახებ კანონზე. “AMF”-ის ბოლოდროინდელი დასკვნაა, სადაც სხვა ქვეყნებს მოუწოდებენ, მიბაძეთ საქართველოსო. ამაზე ნამდვილად ერთად გვითანამშრომლია და მადლობა ამისთვის“, - განაცხადა სარჯველაძემ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს