ნათია მეზვრიშვილი - შერიგებისთვის მზაობა არცერთ პარტიას არ აქვს - ჩვენ შეგვიძლია კომპრომისები დავუშვათ, თუნდაც ერთ მაგიდასთან დავსხდეთ კობახიძესთან, რომელმაც ყველაფერი იკადრა

შერიგებისთვის მზაობა არცერთ პარტიას არ აქვს - ჩვენ შეგვიძლია კომპრომისები დავუშვათ, თუნდაც ერთ მაგიდასთან დავსხდეთ კობახიძესთან, - ამის შესახებ პარტია „საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნათია მეზვრიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ განაცხადა.

მისი თქმით, იმისათვის, რომ მოხდეს შერიგება, მნიშვნელოვანია მხარეები, ამ შემთხვევაში „ქართული ოცნება“ და ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ წავიდნენ გარკვეულ დათმობაზე.

როგორც ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა აღნიშნა, ხელისუფლება ქვეყანას ღრმა პოლარიზაციაში ამყოფებს, რასაც ხელს უწყობს "ნაციონალური მოძრაობა"

„დღეს ჩვენ მივდივართ ამ მიღებაზე. იდეა, ეს კეთილშობილური მიზანი, რომელიც გაჟღერდა, მივესალმებით, მაგრამ აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი „მაგრამ“ - დავსვამთ კითხვას, როგორ აპირებს „ოცნება“ კონკრეტული პირობების შესრულების გარანტიები შექმნას, რადგან გვინახავს ნათქვამი და შემდეგ გადათქმული, ხელმოწერილი და შემდეგ ეს ხელის მოწერა უარყოფილი, მათ შორის, გვინახავს ქვეყნისთვის ფინანსური ზიანის მიყენების ხარჯზე. ამაზე თუ არ იქნება საუბარი და გარანტიები, ბუნებრივად ჩნდება კითხვები, რატომ უნდა ვენდოთ ხელისუფლებას, ან კიდევ რატომ უნდა ვენდოთ „ნაცმოძრაობას,“ რომელიც ხელს მოაწერს და შემდეგ ბოიკოტს არ გამოაცხადებს, როგორც კი რაღაცა არ მოეწონება? შემდგომ პარლამენტს არ დატოვებს და საკრებულოებს ბოიკოტს არ გამოუცხადებს.

ეს არის ის, რაზეც ვსაუბრობთ, რომ კრიზისს ქმნიან, ელემენტარულ მუნიციპალურ დონეზე შეთანხმება არ შეუძლიათ მოქალაქეთა ინტერესებიდან გამომდინარე და ასეთი ნაბიჯები გვიჩენს სკეპტიციზმის საფუძველს. თუ იტყვის ეს ხალხი, რომ „დიახ, კომპრომისი შეგვიძლია, მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე“ - შერიგება კომპრიმისებია და სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ ამ კომპრომისებისთვის მზაობა არცერთ პარტიას არ აქვს. ჩვენ შეგვიძლია კომპრომისები დავუშვათ, თუნდაც ერთ მაგიდასთან დავსხდეთ კობახიძესთან, რომელმაც არჩევნების წინა პერიოდში ყველაფერი იკადრა, გახარიას მისამართით, ჩვენი პარტიის წევრების მისამართით. შეგვიძლია ამაზე მაღლა დავაყენოთ ჩვენი მოქალაქეების ინტერესები, თუ ეს იქნება დიადი მიზანი და ეს ყველაფერი ქვეყანას სიკეთეს მოუტანს. პრაქტიკულად, ქვეყნის განვითარება შეჩერებულია, იმდენად ღრმა პოლარიზაციაში ამყოფებს „ქართული ოცნება“ ქვეყანას და ამას ყველანაირად ხელს უწყობს „ნაციონალური მოძრაობა“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს