ლევან იოსელიანი - თუ შეგიძლიათ დამისახელოთ დემოკრატიული ქვეყანა, სადაც წამლის ნედლეულის იმპორტიორი, მწარმოებელი, დისტრიბუტორი, სააფთიაქო ქსელის, სამკურნალო დაწესებულებების მეპატრონე ერთი ადამიანია

პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში მყოფი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავა გააკრიტიკა, რომ ქვეყანაში არის კომპანია რომელიც წამლის ნედლეულის იმპორტთან, მედიკამენტების წარმოებასა და დისტრიბუციასთან ერთად, სააფთიაქო ქსელის და სამშობიაროების მეპატრონეა.

ამასთან, იოსელიანის შეფასებით, ქვეყანაში მედიკამენტებზე მაღალი ფასი სწორედ ამ ფაქტორით არის განპირობებული.

„თუ შეგიძლიათ დამისახელოთ ერთი დემოკრატიული ქვეყანა, სადაც წამლის ნედლეულის იმპორტიორი, მწარმოებელი, მისი დისტრიბუტორი, სააფთიაქო ქსელის, სამშობიაროების, სამკურნალო დაწესებულებების და სარეაბილიტაციო ცენტრების მეპატრონე არის ერთი კომპანია, შესაბამისად ერთი ადამიანი. ვხუმრობ ხოლმე რომ თუ ამას დაამატებენ სარიტუალო და დამკრძალავ სერვისს, ჩვენი ცხოვრების სრულ ციკლს გააკონტროლებენ სამშობიაროდან დაწყებული, საუკუნო განსასვენებლამდე დამთავრებული. მერე ნუ გვიკვირს, თუ რატომ არის წამლის ფასები ძვირი, ამიტომ არის ძვირი. ამ ჯაჭვში როგორ შეიძლება წამლის ფასი არ იყოს ძვირი. მესმის, რომ შეიძლება თქვენი პირდაპირი კომპეტენცია ეს არ იყოს, მაგრამ როგორც მინისტრის აზრი ამ ველურ ბიზნესთან დაკავშირებით ნამდვილად მაინტერესებს“, - განაცხადა იოსელიანმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა