დავით სერგეენკო - შეიძლება დღევანდელი მიღება იქცეს პირველ ნაბიჯად - შერიგების საწინდარი არის დიალოგი და არგუმენტების გაცვლა-გამოცვლა ერთმანეთში და არა შემოთვლა ერთ საკითხზე

ბევრი საკითხის გადაწყვეტა შეუძლია, მათ შორის ერთგვარი მედიატორის ფუნქციის შესრულება, თუმცა, არ ვფიქრობ, რომ შერიგება ასე ცალსახად იყოს დაკავშირებული ექსპრეზიდენტის გათავისუფლების საკითხთან, რადგან ეს დაპირისპირება მის საქართველოში დაბრუნებამდეც უკვე იყო. შეიძლება დღევანდელი მიღება იქცეს პირველ ნაბიჯად, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით სერგეენკომ პრეზიდენტთან საახალწლო ღონისძიებაზე მისვლისას განაცხადა.

მისი თქმით, არ შეიძლება ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შერიგების საწინდარი იყოს.

უმრავლესობის ლიდერის განცხადებითვე, შერიგებას წინ უძღვის დიალოგი და აზრების ერთმანეთში გაცვლა.

„ბევრი საკითხის გადაწყვეტა შეუძლია, მათ შორის ერთგვარი მედიატორის ფუნქციის შესრულება, თუმცა, არ ვფიქრობ, რომ შერიგება, რომელიც თავისთავად, ძალიან მნიშვნელოვანი პარადიგმაა, ასე ცალსახად იყოს დაკავშირებული ექსპრეზიდენტის გათავისუფლების საკითხთან, რადგან ეს დაპირისპირება მის საქართველოში დაბრუნებამდეც უკვე იყო. შეიძლება დღევანდელი მიღება იქცეს პირველ ნაბიჯად, თუმცა, დღევანდელი მიღება არის პოლიტიკური ეტიკეტის გამოხატულება საქართველოს პრეზიდენტიდან, რომლითაც ის ყოველწლიურად გამოხატავს თავის პატივისცემას საქართველოში მოქმედი პარტიების მიმართ. დიდი სიამოვნებით მოვისმენდი სხვა საკითხებს, რადგან მხოლოდ ერთ საკითხს ვისმენ ოპოზიციისგან, რომ პრეზიდენტის გათავისუფლება იქნება შერიგების საწინდარი და არასაკმარისი მოცემულობაა ეს ჩემთვის. რა შეიძლება იყოს შერიგება ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლების გარდა, ვერცერთ ლექსიკონში ვერ ამოვიკითხავთ შერიგების ასეთ განმარტებას. შერიგების საწინდარი არის დიალოგი და არგუმენტების გაცვლა-გამოცვლა ერთმანეთში და არა შემოთვლა ერთ საკითხზე“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო