დავით ბაქრაძე - თუ არსებობს ერთი შანსი მაინც, რომ ქვეყანა წავიყვანოთ ეროვნული თანხმობის მიმართულებით და შევამციროთ ის უმძიმესი დაპირისპირების ფონი, რომელიც არსებობს, ეს შანსი უნდა იყოს გამოყენებული

იმ პირობებში, როდესაც არსებობენ დაპატიმრებული და უფრო მეტიც, დასაჭერად გამზადებული პოლიტიკური ლიდერები, ეროვნული თანხმობა უბრალოდ ვერ შედგება,- ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა დავით ბაქრაძემ პრეზიდენტის სასახლესთან მედიას განუცხადა.

როგორც ბაქრაძე განმარტავს, პრეზიდენტთან ექნება კითხვა, თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას ქვეყანაში იმისთვის, რომ პოლიტიკური დევნა დასრულდეს.

„თუ არსებობს ერთი შანსი მაინც, რომ ქვეყანა წავიყვანოთ ეროვნული თანხმობის მიმართულებით და შევამციროთ ის უმძიმესი დაპირისპირების ფონი, რომელიც არსებობს, ეს შანსი უნდა იყოს გამოყენებული. მაგრამ, ყველას კარგად უნდა ესმოდეს მთავარი საკითხი, იმ პირობებში, როდესაც არსებობენ დაპატიმრებული და უფრო მეტიც, დასაჭერად გამზადებული პოლიტიკური ლიდერები, ეროვნული თანხმობა უბრალოდ ვერ შედგება. ამიტომ ვარ მე აქ. ჩემი მთავარი კითხვა საქართველოს პრეზიდენტთან იქნება შემდეგი - რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას ქვეყანაში იმისთვის, რომ დასრულდეს პოლიტიკური დევნა“, - აღნიშნავს ბაქრაძე.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა