„სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ოპოზიციური სპექტრის პრეზიდენტთან მისვლა სიმბოლურია.
როგორც მან პრეზიდენტის სასახლესთან მედიას განუცხადა, თუ შესაძლებლობა ექნება პრეზიდენტთან ე.წ. შერიგებაზეც ისაუბრებს.
“ჩვენი, ოპოზიციური სპექტრის მოსვლა, უფრო სიმბოლურია, ვიდრე რაიმე კონკრეტულს ველოდებით დღევანდელი შეხვედრისგან. ნაბიჯს ვდგამთ იმ ინიციატივებისა და იდეებისკენ, რომელიც პრეზიდენტმაც გააჟღერა. თუ მექნება შესაძლებლობა, რა თქმა უნდა, კომუნიკაციას გავაკეთებ შერიგების, შეთანხმების, თუ რაღაც პროცესებთან დაკავშირებით, კონკრეტულად რა შეიძლება გავაკეთოთ. როგორ ხედავს ამას პრეზიდენტი.
ჩვენი ჟესტიც, რომ ჩვენ აქ ვართ და მოვდივართ, ვაჩვენებთ, რომ მზად ვართ ქვეყნის სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე კონკრეტულ საკითხებზე ვისაუბროთ და დიალოგი გვქონდეს”,-აღნიშნავს ვაშაძე.
ცნობისთვის, ორბელიანების სასახლეში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებისათვის წინასაახალწლო მიღებას მართავს.