ანრი ოხანაშვილი - სახელმწიფო გაატარებს შესაბამის ღონისძიებებს, რაც განსაზღვრულია სტრასბურგის გადაწყვეტილებით

პატივს ვცემთ სტრასბურგის გადაწყვეტილებას და ამის გადაფარვას არავინ აპირებს, თუმცა, აქ იყო ასევე საქმე, რომელიც 2012 წელს, "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების პირობებში კონკრეტული პირების დაკავებას ეხება, სადაც სტრასბურგმა ასევე დაადგინა დარღვევა,- ასე ეხმიანება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე 17 მაისს დაზარალებულ პირებთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

ანრი ოხანაშვილის თქმით, სახელმწიფო გაატარებს შესაბამის ღონისძიებებს, რაც განსაზღვრულია სტრასბურგის გადაწყვეტილებით.

"ნებისმიერ გადაწყვეტილებას ჩვენ პატივს ვცემთ, ეს არის სტრასბურგის სასამართლო, რომელიც ადგენს კონვენციის მუხლებთან შესაბამისობის საკითხს, ამიტომ ჩვენ პატივს ვცემთ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რა თქმა უნდა, ჩვენ, სახელმწიფოს მოგვიწევს შესაბამისი ღონისძიებების გატარება იმისთვის, რომ შესრულდეს სტრასბურგის სასამართლოს მიერ განსაზღვრული წინაპირობები. სხვათაშორის არის მცდელობა, რომ მხოლოდ ამ საკითხის წარმოჩენა მოხდეს, რაც რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია და ამის გადაფარვას არავინ აპირებს, თუმცა, აქ იყო ასევე საქმე, რომელიც 2012 წელს, "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების პირობებში ჩადენილ საკითხს ეხება, სადაც სტრასბურგმა ასევე დაადგინა დარღვევა, ამიტომ როცა აპელირებენ მხოლოდ ამ საკითხზე, "ნაციონალურმა მოძრაობამ" უნდა გაიხსენოს ასევე ის საქმეც, რომელიც მათი ხელისუფლების დროს შეფასდა დარღვევად. ეს შეეხებოდა კონკრეტული პირების დაკავებას. გასახარი არ არის არც ერთი, არც მეორე. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა და სახელმწიფო გაატარებს შესაბამის ღონისძიებებს, რაც განსაზღვრულია სტრასბურგის გადაწყვეტილებით", - განაცხადა ოხანაშვილმა.

ცნობისათვის, ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ 2013 წლის 17 მაისის საქმეზე, „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ განაჩენი გამოიტანა და საქართველოს დაზარალებულებისთვის 193 500 ევროს გადახდა დააკისრა. სასამართლომ დაადგინა, რომ ხელისუფლებამ ვერ მიიღო ზომები ლგბტ დემონსტრანტების ბრბოსგან დასაცავად, მიუხედავად იმისა, რომ იცოდა მოვლენასთან დაკავშირებული რისკები.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს