სალომე ზურაბიშვილი - ჩვენი სახელმწიფო 30 წლისა, ზრდასრული სახელმწიფოა, დროა გამოვიდეთ ახალგაზრდული ჯახიდან და გადავიდეთ უფრო დამწიფებულ ახალ პოლიტიკაზე

ჩვენი სახელმწიფო 30 წლისა, ზრდასრული სახელმწიფოა, დროა გამოვიდეთ ახალგაზრდული ჯახიდან და გადავიდეთ უფრო დამწიფებულ ახალ პოლიტიკაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებისთვის გამართულ წინასაახალწლო მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, მიღებასთან დაკავშირებით ბევრი კითხვა დაისვა, თუმცა ეს არის ნებისმიერი პრეზიდენტისთვის ჩვეულებრივი მიღება, რომელსაც აქვს თავის მიზანი და ეს არის ატმოსფეროს, განწყობის შეცვლა.

როგორც პრეზიდენტი აცხადებს, თუნდაც ერთად დგომა არის პოზიტივი და საზოგადოების მიერ იქნება აღქმული დადებითად.

„ბევრი კითხვა დაისვა ამ მიღების შესახებ და მინდა, ორიოდე სიტყვა ვთქვა ამ თემაზე. ეს არის ნებისმიერი პრეზიდენტისთვის ჩვეულებრივი, ასეთი ტიპის მიღება. მომავალ დღეებში მექნება სხვა ღონისძიებები სამხედრო ხელმძღვანელებისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის. ასე თუ იქნება გაშლილი, რადგან დღეს საშუალება არ გვეძლევა ერთად მოვიწვიოთ გარკვეული რეგულაციებიდან გამომდინარე. ეს არ არის რაღაც არაჩვეულებრივი, ძალიან ჩვეულებრივი მოვლენაა, რადგან მინდა მოგილოცოთ დამდეგი შობა-ახალი წელი.

ასევე არ დავმალავ, რომ ამას აქვს თავისი მიზანი, რომელიც არის ცოტა ატმოსფეროს შეცვლა და ახალი განწყობის შემოტანა. ჩვენ ვართ განწყობის ხალხი და მნიშვნელოვანია შეიცვალოს რაღაც ოდენობით მაინც, ის განწყობა, რომელიც აწვება ქვეყანას.

ამით არაფერი ისეთი ახალი ჯერ არ შემოვა, მაგრამ ეს არის პირველი ერთი ნაბიჯი, თუნდაც ერთად დგომა, პოზიტივი არის და პოზიტივად იქნებ აღქმული ჩვენი საზოგადოების მიერ, რომელიც ძალიან მძიმედ განიცდის გაუთავებელ პოლარიზაციას, დაძაბულობას, რომელმაც რეალურად გააჩერა ჩვენი ქვეყანა. ამიტომ, მგონია, რომ ამ პროცესის დაწყება არის დროული.

30 წელი გავიდა, ჩვენი სახელმწიფო არის 30 წლის, ზრდასრული სახელმწიფო და დროა ჩვენ გამოვიდეთ ახალგაზრდული ჯახიდან და გადავიდეთ უფრო დამწიფებულ ახალ პოლიტიკაზე. ძალიან ბევრი მოვლენა იყო და გავიარეთ ძალიან რთული პროცესები, სადაც სულ იყო დაპირისპირება, ორი ბანაკი თუ არა მეტი და სამოქალაქო დაპირისპირება, არავის არ სურს, რომ დავინახოთ გამეორებული“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილი ასევე გამოეხმაურა მიღებაზე პოლიტიკოსების ნაწილის არ ყოფნის საკითხს და განაცხადა, რომ ეს გასაგებია.

"საჭიროა მიხვიდე ბოლომდე, დაინახო უფსკრული და იმ უფრსკრულიდან მართლა გაჩნდეს ერთობლივი ნება, პოლიტიკური წრეებისგან და საზოგადოებისგან, რომ გამოვიდეთ მდგომარეობიდან. ამიტომ, ის 3 წელი, რაც დამრჩა, ვალდებულად ვთვლი, რომ ეს პროცესი დავიწყო. ამ პროცესზე ვიყო პასუხისმგებელი და ვატარებ ამ პასუხისმგებლობას. მე ამის მერე და ამის იქით, არ მაქვს პოლიტიკური ამბიცია, მაქვს ერთი ამბიცია, რომ როგორც შემიძლია დავეხმარო ამ ქვეყანას, დაგეხმაროთ თქვენ და დავეხმარო საზოგადოებას, რომ რაღაცნაირად დავიწყოთ მაინც ამ მდგომარეობიდან გამოსვლა. თქვენი ამ პროცესში ჩართულობა აუცილებელია. აქ ყველა დღეს არ იმყოფება, ეს გასაგებია ჩემთვის, რადგან არ შეიძლება პირველივე მოწვევაზე ყველა მოვიდეს, არ ვთვლი, რომ შეურაცხყოფაა, ან უხერხულობა. იქნება ბევრი სხვა საშუალება, რომ დავიწყოთ საუბრები, რაც აუცილებელია. როგორი ის პროცესი, რომელსაც ვხედავ, ეს არის საწყისი პროცესი და მინდა ვთქვა, რომ არ მაქვს რაღაც ჩამოყალიბებული წინასწარ შექმნილი გეგმა, რომელიც შემდეგ აღარ ექვემდებარება ცვლილებას - პირიქით, ეს არის ღია პროცესი, ეს უნდა იყოს ყველას ჩართულობით და პირველი ეტაპი უნდა იყოს მოსმენა. გასაგებია, რომ მრავალფეროვანი კომენტარები იქნება, ასევე სკეპტიციზმი, კრიტიკა, უნდობლობა, ეს ყველაფერი არის დღევანდელი ყოფის ბუნებრივი ნაწილი. ეს რეაქციები ამტკიცებს, რომ მართლაც დროა, ყველასთვის, სხვადასხვა ფორმით, ვინ როგორ ხედავს აქედან გამოსვლის გზას, მაგრამ ის, რომ ახლა ამის დროა, უკვე არის მოცემულობა. ეს პროცესი უნდა ეყრდნობოდეს მთავარ პრინციპს, ერთი არის ინკლუზიურობა", - განაცხადა პრეზიდენტმა.

გიორგი კუნაძე - რუსეთის რეჟიმის  კრახი გარდაუვალია, დღეს უკვე ცხადად ჩანს, რომ ეს მხოლოდ დროის საკითხია
ქართული პრესის მიმოხილვა 08.08.2022
ტექინსპექტირების ცენტრების კავშირის თავმჯდომარე - ტექინსპექტირების გაუვლელობისთვის ჯარიმები ძვირდება - პირველადი ჯარიმა 50 ლარი დარჩება, ყოველი შემდგომი დაჯარიმებისთვის კი თანხა გაიზრდება
საქართველოში „ვებსტერის უნივერსიტეტის“ უცხოელი პროფესორების ვინაობა ცნობილია
BTU მსოფლიოს წამყვან კიბერუსაფრთხოების ორგანიზაციასთან თანამშრომლობას იწყებს
Fitch-მა "ლიბერთის" საკრედიტო რეიტინგის მოლოდინი "სტაბილურად" შეაფასა
„მოასწარი ზაფხული“ - ლიბერთის ახალი აქცია სამომხმარებლო სესხებზე დაიწყო