არჩილ თალაკვაძე - „ქართული ოცნება“ მომდევნო წლების განმავლობაშიც მაქსიმალურად უზრუნველყოფს პარლამენტში ყველა პოლიტიკურ ფორმატში ჯანსაღ თანამშრომლობას ეროვნული ინტერესების გარშემო

„ქართული ოცნება“ იმ დემოკრატიული რეფორმების შემდეგ, რაც გავატარეთ, მომდევნო წლების განმავლობაშიც მაქსიმალურად უზრუნველყოფს პარლამენტშიც ყველა პოლიტიკურ ფორმატში ჯანსაღ თანამშრომლობას ეროვნული ინტერესების გარშემო, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტის მიერ გამართული საახალწლო მიღების შემდეგ განაცხადა.

როგორც თალაკვაძე განმარტავს, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია საერთო ამოცანაა, რომელზეც ჯანსაღ პოლიტიკურ პარტიებს საერთო პოზიცია უნდა ჰქონდეთ.

„ დიდი მადლობა საქართველოს პრეზიდენტს ამ ინიციატივისთვის. რა თქმა უნდა, მისი ინსტიტუციური როლი გახლავთ, რომ პოლიტიკური სისტემის სტაბილურობას და პოლიტიკურ პარტიებს შორის თანამშრომლობას შეუწყოს ხელი.

მან მნიშვნელოვანი აქცენტები გააკეთა ეროვნულ ინტერესებსა და თანხმობაზე. მიგვაჩნია, რომ არჩევნების შედეგების პატივისცემა, სამართლიანი შეფასებები, რაზეც პრეზიდენტმა გააკეთა აქცენტები ერთ-ერთი საფუძველია პოლიტიკური სისტემის და მომავალი თანამშრომლობის უზრუნველსაყოფად.

საქართველოს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანები, როგორც საგარეო პოლიტიკაში, ასევე საშინაო პოლიტიკაში. იყო საუბარი, რომ პანდემიის დასრულება და ეკონომიკის აღდგენა დღეს შიდა პოლიტიკური თვალსაზრისით პრიორიტეტულია.

საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია საერთო ამოცანაა, რომელზეც ჯანსაღ პოლიტიკურ პარტიებს საერთო პოზიცია უნდა ჰქონდეთ. ეს ყოველთვის მიგვაჩნდა, რომ ასეა.

„ქართული ოცნება“ იმ დემოკრატიული რეფორმების შემდეგ, რაც გავატარეთ, მომდევნო წლების განმავლობაშიც მაქსიმალურად უზრუნველყოფს პარლამენტშიც ყველა პოლიტიკურ ფორმატში ჯანსაღ თანამშრომლობას ეროვნული ინტერესების გარშემო“, - აღნიშნავს თალაკვაძე.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს