ნათია თურნავა - სულ ვცდილობ, ოპოზიციის საუბრიდან რაციონალი გამოვიტანო, დღეს ეკონომიკის გაჯანსაღების მთავარი რეცეპტი გამოვიტანე, რომ უნდა გადავდგეთ - იქნებ ჩამოაყალიბოთ და გვითხრათ, როგორ შველის ეს ეკონომიკას?

სულ ვცდილობ, ნებისმიერი ოპოზიციის საუბრიდან რაციონალი გამოვიტანო - დღეს ეკონომიკის გაჯანსაღების მთავარი რეცეპტი გამოვიტანე, რომ უნდა გადავდგეთ! - იქნებ კონცეპტუალურად ჩამოაყალიბოთ და გვითხრათ, როგორ შველის ეს ეკონომიკას?! - ეს განცხადება საპარლამენტო ოპოზიციის მისამართით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ გააკეთა.

როგორც მან დეპუტატ სალომე სამადაშვილის პასუხად აღნიშნა, “კარგად ესმის, რომ ქალბატონ სამადაშვილს ძალიან გაუხარდებოდა და ესიამოვნებოდა, მის ადგილას მიხეილ სააკაშვილი იდგეს, მაგრამ ეს ფუჭი ოცნებაა და ოპოზიციის ეს წადილი ტყუილია“.

“არ მინდა სალომე სამადაშვილს დავუკარგო მცდელობა იმისა, რომ ქუჩის ოპოზიციას გაემიჯნა და დარბაზში ნაწილობრივ, ჩემი მოხსენების დროს მაინც იყო და კითხვაც დასვა. ეს მართლაც მისასალმებელია, მაგრამ რა კითხვაც დასვა, არ ვიცი, ამისთვის რატომ მოცდა. თავს ძალა არ დაატანა და ელემენტარული ეკონომიკური კითხვა არ დასვა. ის რაც მოსახლეობას ადარდებს - სამუშაო ადგილები, ფასების ზრდა, სიღარიბე - ყველაფერი მისი ყურადღების მიღმა დარჩა. ერთადერთი კითხვა დასვა - როდის გადადგებით? ასევე პაატა მანჯგალაძეს აინტერესებდა, რა უნდა მოხდეს იმისთვის, რომ მთავრობა სრული შემადგენლობით გადადგეს. ის რაც ამისთვის უნდა მოხდეს, არ მხდება“, - განაცხადა ნათია თურნავამ პარლამენტის ტრიბუნიდან.

მინისტრმა პერსონალურად პაატა მაჯგალაძესაც მიმართა და როგორც მისი მისამართით განაცხადა, “სტრატეგია აღმაშენებელი“ ჩამოუყალიბებელი პოლიტიკური ძალაა.

“ეს სათაურითაც ჩანს - ხან “სტრატეგია აღმაშენებელი“ ხართ, ხან მიშელის გზა თუ მიშელის ჯგუფი, ხან მესამე გზა. ასეთივე ჩამოუყალიბებელი ეკონომიკური პლატფორმა გაქვთ - ხან მემარჯვენეობაზე დებთ თავს, ხან პოპულისტური მემარცხენე ლოზუნგებით გამოირჩევით“, - განაცხადა ნათია თურნავამ პარლამენტის ტრიბუნიდან.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა