ნინო ბურჯანაძე - კარგია, რომ პრეზიდენტი მწვავედ აფასებს ქვეყანაში არსებულ ვითარებას, სურვილი, რომ გამოსავალი მოიძებნოს მისასალმებელია - სკეპტიკურად ვარ იმის გამო, რომ ხელისუფლებისგან ვერ ვხედავ მზაობას

„ერთიანი საქართველოს“ ლიდერის, ნინო ბურჯანაძის ინფორმაციით, პრეზიდენტის მიერ გამართულ საახალწლო მიღებაზე, საქართველოს მესამე პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილზე საუბარი არ ყოფილა.

როგორც მან საახალწლო მიღების შემდეგ განაცხადა, კარგია ის ფაქტი, რომ პრეზიდენტი მწვავედ აფასებს ქვეყანაში არსებულ ვითარებას, ხოლო სურვილი, რომ გამოსავალი მოიძებნოს მისასალმებელია.

„რაც შეეხება ქვეყანაში არსებული მძიმე ვითარების შეფასებას, რა თქმა უნდა, ვეთანხმები. ამიტომ ვარ აქ. კარგია, რომ პრეზიდენტი მწვავედ აფასებს ქვეყანაში არსებულ ვითარებას. სურვილი, რომ გამოსავალი მოიძებნოს მისასალმებელია. მე არ ვიცი, ეს რამდენად შესაძლებელი იქნება, რომ მოხერხდეს. განსაკუთრებით იმიტომ, რომ „ქართული ოცნების“ მზაობას ამ მიმართულებით ვერ ვხედავ. ვთქვი, რომ სკეპტიკურად ვარ იმის გამო, რომ ხელისუფლებისგან ვერ ვხედავ მზაობას, მაგრამ ჩემი სკეპტიციზმის მიუხედავად მოვედი, სწორედ იმიტომ, რომ ხაზი გავუსვა გამოსავლის ძებნის აუცილებლობას. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველას კარგად გვესმოდეს, რომ ეს პროცესი ვერ გადაფარავს და ვერც ჩაანაცვლებს ვადამდელი არჩევნების თემას. პირიქით, მგონია, რომ ვადამდელი არჩევნები იქნება ის საკითხი, რომელმაც შეიძლება გამოიყვანოს ქვეყანა ღრმა კრიზისიდან“,- აღნიშნავს ბურჯანაძე.

ვაჟა ბერიძე - სამოქალაქო დაპირისპირება რეალურია, რაშიც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრადაა დამნაშავე
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 27.03.2023
„ეფეს საქართველოს“ მეწარმეობის პროგრამის პრე-აქსელერატორი დაიწყო
კახა ოქრიაშვილი პრემიერ-მინისტრს ღია წერილით პასუხობს
საქართველოში ამოქმედდა ინიციატივა, რომელიც  უკრაინელ ლტოლვილებს ფინანსებზე წვდომას გაუადვილებს
განაახლე შენი სახლი საგაზაფხულოდ  CashBack-ის და Mastercard-ის  ერთობლივი აქციის დახმარებით
RDYE პროექტის ფარგლებში, რეგიონებში 15 ახალგაზრდული საწარმო დაფინანსდა