ნათია თურნავა - აბსოლუტურად მიუღებელია კრიტიკა, რაც ჩვენი ყოფილი თანაგუნდელებისგან ისმის - ეს ნარატივი მათ “ნაციონალურ მოძრაობამდე“ მიიყვანს, რის პირველ ნიშნებსაც უკვე ვხედავთ

ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია კრიტიკა, რაც ჩვენი ყოფილი თანაგუნდელებისგან ისმის! - ეს ნარატივი მათ თანდათან “ნაციონალურ მოძრაობამდე“ მიიყვანს, რის პირველ ნიშნებსაც უკვე ვხედავთ, - პარლამენტის ტრიბუნიდან გაკეთებული ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას ეს განაცხადება პარტია “საქართველოსთვის“ წევრების მიხეილ დაუშვილისა და ბექა ლილუაშვილისკენ იყო მიმართული.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, “ამ ორი ნიჭიერი ადამიანის მომავლის გამო გული ძალიან სწყდება“.

ნათია თურნავამ აქვე დასძინა, რომ ამას გადაიტანენ, მაგრამ როგორც უფროსი კოლეგა ეკონომისტი წუხილს გამოთქვამს.

“ჩემმა ყოფილმა კოლეგებმა სამწუხაროდ, დარბაზი მიატოვეს. როგორც ჩანს, ერიდებათ თვალი თვალში გამიყარონ. არ მინდა მათი კითხვების წიაღქვეშ შევიდე, რადგან ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია კრიტიკა, რაც ჩვენი ყოფილი თანაგუნდელებისგან ისმის - თითქოს რაღაც ისეთი არ ხდება ან რა ხდება ისეთი, რომ ეკონომიკა იზრდებოდეს. ამაზე პასუხი მარტივია - ეკონომიკა გავხსენით და ეკონომიკა ამიტომაც იზრდება.

მინდა ორივეს მივმართო, რომ თუ რამე არ მოწონთ, როგორც კეთდება ან თუ რამე არ მოწონდათ და უფრო მეტი შეიძლებოდა გაკეთებულიყო 2020-2021 წელს, პანდემიასთან ბრძოლის და ეკონომიკის განვითარების თვალსაზრისით, ვინ უშლიდათ ხელს?! მე ვუშლიდი ხელს, როგორც ეკონომიკის მინისტრი თუ ჩვენი გუნდის რომელიმე წევრი?! ყოფილიყვნენ, გაეგრძელებინათ მუშაობა და გაეზიარებინათ როგორც ჩვენი წარმატებები, ასევე პასუხისმგებლობაც! ახლა რა შეიცვალა? - შეიცვალა ის, რომ აღარ არიან მთავრობაში, არიან ოპოზიციაში და პასუხისმგებლობა მოიხსნეს! ეს არის და ეს“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
კახა ოქრიაშვილი რესპუბლიკურ საავადმყოფოზე - ეს არის ერთადერთი სახელმწიფოებრივი მიდგომა ამ საკითხთან დაკავშირებით
„ვოლტის“ სათავო ოფისი ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს
„თეთრი კვადრატი“ საბურთალოზე 2 ახალ პროექტს იწყებს
განაახლე შენი გარდერობი Cashback-სა და VISA-სთან ერთად
„სმარტმა“ ბათუმში 35-ე სუპერმარკეტი გახსნა
კომპანია „ვილა-ოქროყანა“ განცხადებას ავრცელებს