ირაკლი კობახიძე - ჩვენ ყველა პარტიას ვეუბნებით, შემოვიდნენ პარლამენტში და ჩაერთონ ჯანსაღ პოლიტიკურ პროცესში

ხუთჯერ თქვა ადამიანმა, რომ სააკაშვილის შეწყალებას არ აპირებს. ეს არ მოხდება, გვითხრა ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა , - ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, რას მოიმოქმედებს მმართველი პარტია, თუ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილს შეიწყალებს.

კობახიძის თქმით, როდესაც პრეზიდენტი რამდენჯერმე აცხადებს, რომ არავითარ შემთხვევაში სააკაშვილს არ შეიწყალებს, “ამ მოცემულობიდან უნდა ამოვიდეთ”.

რაც შეეხება იმას, აპირებს თუ არა “ქართული ოცნება” დიალოგთან დაკავშირებით კონსულტაციებს, კობახიძე ამბობს, რომ მმართველი პარტია პრეზიდენტს ამ პროცესთან დაკავშირებით ყველა ინიციატივაში გაყვება.

კითხვაზე, დაჯდება თუ არა “ქართული ოცნება” მოლაპარაკებების მაგიდასთან “ნაციონალურ მოძრაობასთან” ერთად, ირაკლი კობახიძის თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლები დისკუსიას ყველა პარტიასთან გამართავენ.

“პრეზიდენტს თუ ექნება ინიციატივები ამ პროცესთან დაკავშირებით, ყველა ინიციატივაში გავყვებით, რამაც შეიძლება პოლარიზაციის ხარისხი შეაფასოს. ჩვენ ყველა პოლიტიკურ პარტიას ვეუბნებით, რომ შემოვიდნენ პარლამენტში და ჩაერთონ ჯანსაღ პოლიტიკურ პროცესში. თუ საუბარია დისკუსიასა და მოლაპარაკებაზე, მზად ვართ, ასეთი დისკუსია ყველასთან გავმართოთ. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა ამომრჩევლის ნებიდან გამომდინარე”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საკითხზე, რომ მოლაპარაკებები მხოლოდ პრეზიდენტის ჩართულობით გაიმართება თუ ინდივიდუალურადაც, კობახიძე ამბობს, რომ ეს მეორეხარისხოვანია და დისკუსიები უნდა გაიმართოს ყველა პოლიტიკურ პარტიას შორის, ვისაც გარკვეული ტიპის მანდატი აქვს მიღებული.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა